„ეს განცხადება ბიძინა ივანიშვილმა უნდა შეაფასოს კარგად, ჩუმად, სახლში და ამის შესაბამისად მიიღოს გადაწყვეტილება. როდესაც ამერიკელი კონგრესმენი, ზოგადა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამგვარ განცხადებას აკეთებენ, ეს უკვე სიგნალია, მკაფიო სიგნალია, რომ არავინ შეეგუება ამ რეგიონში იმას, რომ ვიღაცამ ხელი შეუწყოს პუტინის ძალაუფლების განმტკიცებას და გაძლიერებას. უბრალოდ, უნიჭობა და უგუნურება ამ ხელისუფლების ის არის, რომ მისმა არასწორმა განცხადებებმა და ქმედებებმა აიძულა ამერიკელი კონგრესმენი, კიდევ ერთხელ დაეკონკრეტებნა ის, რაც უკვე ითქვა: ჩაატარეთ დემოკრატიული არჩევნები, რომელსაც თქვენ აუცილებლად წააგებთ და წადით სახლში მშვიდობიანადო. ეს არის მათი გზავნილი და ეს ახლა უნდა გაიგოს ბიძინა ივანიშვილმა,“ - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.
შეგახსენებთ, რომ 18 ივნისს კონგრესმენმა მალინმა "ოცნების" ხელისუფლების საპასუხოდ განაცხადა, რომ კონგრესმენები, რომელთაც ხელი მოაწერეს რესპუბლიკური პარტიის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის დოკუმენტს ურყევნი არიან პუტინის მეგობრების წინააღმდეგ ბრძოლაში, მათ შორის საქართველოშიც.მასალის გამოყენების პირობები






