„ბოკერია და მისი გუნდი ივანიშვილს ვერასოდეს ვერ მოუგებს ამ ქვეყანაში!' - დავით ჭიჭინაძე
პოლიტიკა - 15:06, 19 Jun, 2020     647

პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერის, დავით ჭიჭინაძის თქმით, ოპოზიციის ნაწილი არა გამარჯვებისთვის, არამედ მთავარი ოპოზიციის ტიტულისთვის იბრძვის.

„ბოკერია და მისი გუნდი ივანიშვილს ვერასოდეს მოუგებს ამ ქვეყანაში!

ამიტომ, ოპზიციის ნაწილი ისევ მთავარი ოპოზიციის ტიტულისთვის იბრძვის, „ოცნება“ კი, ძალისხმევას არ აკლებს, რომ რომ „ევროპული საქართველო“ გახადოს მთავარი ოპოზიცია.

სამაგიეროდ ტენდერებში და ფინანსურ თემებში გადასარევად უგებენ ერთმანეთს და არანაირი პრობლემა არ აქვთ“ - - აცხადებს დამოუკიდებელი დეპუტატი, პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე.

დავით ჭიჭინაძე საარჩევნო სისტემის ცვლილებასაც გამოეხმაურა და აცხადებს, რომ შემოთავაზებული ახალი მოდელი ისევ „ქართულ ოცნებას“ აძლევს ხელს.

ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ მასშემდგ, რაც 20 ივნისს ახალგაზრდებმა რუსთაველზე თვალი დაკარგეს ოპოზიციას კომპრომისზე წასვლის უფლება არ ქონდა.

„ რაც შეეხება კონკრეტულად მაჟორიტარებს, 73 ღირსეული მაჟორიტარის მოძებნა „ქართული ოცნებისთვის“ უფრო ძნელია, უფრო რთული მათი გამარჯვების უზრუნველყოფა, ვიდრე გამსხვილებულ სამაჟორიტარო ოლქებში 30 კანდიდატის დაყენება და ადმინისტრაციული რესურსის მობილიზება.

ასე რომ, ამ სისტემითაც ისევ „ოცნება“ იგებს.

გარდა ამისა და რაც უმთავრესია, საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერა ზუსტად იმ ადამიანების უპატივცემულობაა, ვინც 20 ივნისს სისხლი დაღვარა.

რადგან ეს უკვე აღარ არის ის შეთანხმება, რომელიც 20 ივნისის შედეგად უნდა დამდგარიყო და რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ჩააგდო.

ზოგადად კი, ვთვლი, რომ მას შემდეგ, რაც „ ოცნებამ“ გადააგდო ხალხი, არ შეასრულა ის პირობები, რომელიც ადამიანებმა, ჟურნალისტებმა საკუთარი სისხლით მოიპოვეს, ამის მერე არავის ჰქონდა კომპრომისზე წასვლის და „ოცნებასთან“ მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომის უფლება, რითაც პირველ რიგში სწორედ „ქართულ ოცნებას“ მიეცა გადამგდების სახელის ჩამორეცხვის საშუალება.“ - აცხადებს ჭიჭინაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42