„მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას დაკითხვა დასრულდა.
გვარამია ამბობს, რომ მას კითხვები ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის საქმესთან დაკავშირებით დაუსვეს.
გვარამიას თქმი, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის მომზადების შესახებ ინფორმაცია 2 წყაროსგან მიიღო. "მთავარი არხის" დამფუძნებელს დღეს წყაროები არ დაუსახელებია.
"შეკითხვები ჰქონდათ სწყაროსთან დაკავშირებით. წყარო არის სუს-ის მაღალჩნოსანი. მეორე მაღალჩინოსანი არის „ქართული ოცნების“ წევრი, რომელის უშიშროების ორგანოებში არ მუშოაბს, მაგრამ ინფორმაციას ფლობს. ეს ინფორმაცია მივაწოდე“, - განაცხადა გვარამიამ.
რაც შეეხება გაბუნიასთვის სახელმწიფო დაცვის შეთავაზებას, ნიკა გვარამია ამბობს, რომ ეს ნიშნავს იმაას,რომ ესე იგი საფრთხე არსებობს.
„ლოგიკური დასკვნაა, რომ საფრთხე ამოწურული არ არის. რაც შეეხება იმას, დათანხმდება თუ არა გაბუნია, ეს მისი გადასაწყვეტია. მე ჩემი პოზიცია მაქვს“, - განაცხადა გვარამიამ.
"მთავარი არხის" ხელმძღვანელი განმარტავს იმასაც თუ თუ რატომ არ ჩათვალა საჭიროდ ინფორმაციის მიღებისთანავე სუს-ი საქმის კურსში ჩაეყენებინა.
გვარამიას თქმით, ინფორმაცია დაზუსტებული არ იყო.
„როგორ უნდა ჩამეყენებინა? სუს-ს ხომ არ ჩავაყანებდი საქმის კურსში, რომ მისგან ინფორმაცია მაქვს? ჯერ ერთი, დაზუსტებული ინფორმაცია არ იყო და მართალი გითხრათ, ჩემ მიერ სარწმუნოდ ბოლომდე არც იყო მიღებული. სუს-ის წყაროებიდან ასეთ ინფორმაციებს სხვადასხვა ტიპის დანაშაულებთან დაკავშირებით ვიღებთ ძალიან ბევრს, რა თქმა უნდა, მიმდინარეობს მათი გადამოწმებაც და სუს-ს არ ვატყობინებთ, რამდენად მართალია, დაგვიდასტურეთო”, - თქვა გვარამიამ.
მასალის გამოყენების პირობები






