"ქვეყანაში ჯერაც გავრილოვის ღამეა, მაგრამ ამ წლის ბოლოს აუცილებლად დასრულდება ეს ბნელი ღამე"- ნიკა მელია
პოლიტიკა - 11:22, 19 Jun, 2020     623

ერთი წელი გავიდა გავრილოვის ღამიდან. იმ ღამიდან, რომელ ღამესაც ყველა მხარემ რაღაც დაამტკიცა - ქართველმა ხალხმაც, ოკუპანტმაც და ოკუპანტის მსახურმაც - ასე ეხმაურება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს ხელმძღვანელი ნიკა მელია 20 ივნისის სისხლიან ღამეს.

"ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა რომ არასოდეს იღლება თავისუფლებისთვის, ღირსებისთვის ბრძოლით. იმ დღეს, ყველა თაობა ერთად ადგა, გამოვიდა ქუჩაში და დადგა ღირსების, თავისუფლების სადარაჯოზე.

20 ივნისამდე რატომღაც გვესმოდა, რომ ჩვენს ახალგაზრდობას არ აღელვებს ქვეყნის ბედი, ოკუპაცია და ა.შ. ქართველმა ახალგაზრდობამ საბოლოდ დაამსხვრია ეს მითი და აჩვენა კლასი - კლასი შეურიგებლობის, უდრეკობის და უკომპრომისო ბრძოლის.

20 ივნისამდე რატომღაც გვესმოდა, რომ ხალხი ქუჩაში აღარ გამოდის, რომ გვიჭირს ერთიანობა და ა.შ. გავრილოვის ღამეს კი ხალხმა დაამტკიცა, რომ როდესაც საქმე საქმეზე მიდგება, ქუჩაშიც გამოდის და ერთ მუშტად შეკრული, ერთსულოვნად იცავს კიდეც ქვეყნის, ერის ღირსებას, თავისუფლებას.

ერთი წელი გავიდა გავრილოვის ღამის შემდეგ. რეალურად კი, ქვეყანაში ჯერაც გავრილოვის ღამეა, ჯერაც არ გათენებულა! დიახ, ჯერაც გავრილოვის ღამეა, რადგან ხალხის უმოწყალოდ დარბევის, თვალების დათხრის ბრძანების გამცემი არხეინადაა.

უკანონო და სამარცხვინო ბრძანების ერთი შემსრულებელი (გახარია) ხალხის მძაფრი პროტესტის მიუხედავად დააწინაურეს კიდეც, მეორე შემსრულებელს (ჩუბინიძეს) არათუ სამართლებრივად, მორალურადაც არ უგია პასუხი - თვალთხარიადაც არ იხსენიება.

ჯერაც გავრილოვის ღამეა, მაგრამ ამ წლის ბოლოს აუცილებლად დასრულდება ეს ბნელი ღამე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42