საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებას, რომ 2019 წლის 20 ივნისის გარკვეული მოვლენები არ ახსოვს, „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ეხმიანება და პრემიერ-მისისტრის მდგომარეობას ამნეზიას უწოდებს.
ბადრი ჯაფარიძის თქმით, 20 ივნისი არის დღე, რომელიც ყველა ქართველს ემახსოვრება.
„ თუ 20 ივნისს მომხადარი მოვლენები პრემიერ-მინისტრსს არ ახსოვს, მას ნამდვილად ამნეზიის პრობლემა აქვს და გარკვეულ ჩარევას მოითხოვს.
ისიც გასარკვევია, გამოიყენა თუ არა პოლიციამ პროპორციული ძალა, მაგრამ მე ვფიქრობ, ეს ნამდვილად იყო არაპროპორციული ძალის გამოყენება,“-განაცადა ბადრი ჯარაფიძემ.
კითხვაზე, არსებობს თუ არა მოლოდინი იმის შესახებ, რომ გამოძიება სრულფასოვნად იქნება ჩატარებული - „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის თქმით, პოლიტიზებული პროკურატურის სასამართლო პირობებში სამართლიან გამოძიებას არ უნდა ველოდოთ.
„ ჩვენ ობიექტური გამოძიების იმედი პოლიტიზებული პროკურატურის პირობებში არ გვაქვს. თუმცა, როდესაც ხელისუფლება შეიცვლება, მაშინ აუცილებლად დასრულდება ობიექტურად ამ ფაქტების გამოძიება. დადგინდება, ვინ ჩაიდინა დანაშაული და ვინ იდგა ამ ქმედების უკან“,-განმარტა ბადრი ჯაფარიძემ და საუბრისას განაცხადა, რომ „გავრილოვის ღამეს“ ახალგაზრდების მიერ საპროტესტო აქციის მოწყობა დემოკრატიისკენ მიმავალი გზაა.
„ოკუპაციისადმი ახალგაზრდების შეუგუებლობა, რომელიც საპროტესტო აქციით გამოხატეს, არის დიდი იმედის მომცემი, რომ ეს ქვეყანა განვითარდება დემოკრატიის გზით და მოახერხებს დეოკუპაციას, რასაც ჩვენ ძალიან მალე ვნახავთ,“-განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






