„ოცნების“ უვიცობას და სიბრიყვეს საზღვარი არ აქვს, ატეგორიულად მოვითხოვ, გასცეს ბიძინა ივანიშვილმა პასუხი იმ ბრალდებებზე, რომელზეც ირაკლი კობახიძე ლაპარაკობს" - ნინო ბურჯანაძე
პოლიტიკა - 15:42, 18 Jun, 2020     714
„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება.

საუბარია ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარის იმ განცხადებაზე, რომელშიც მან თქვა, რომ „ქვეყანაში ოპოზიციას არასტაბილურობის განცდა აწყობს”.

ნინო ბურჯანაძე კობახიძის კომენტარებს გამაოგნებელს უწოდებს და აღნიშნავს,რომ ივანიშვილს მოუწევს აღნიშნულ კომენტართან დაკავშირებით განმარტების გაკეთება.

„დღემდე კიდევ ვფიქრობდი, რომ ქართულ პოლიტიკაში სიბრიყვეს, თავხედობას და უვიცობას აქვს საზღვარი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ „ქართული ოცნების“ უვიცობას და სიბრიყვეს საზღვარი არ აქვს და ყოველდღე შეიძლება ახალ-ახალ სიურპიზებს ველოდოთ. აბსოლუტურად გამაოგნებელი იყო კომენტარები, რომლებიც ჩვენ გუშინ მოვისმინეთ პარლამენტის ყოფილი თავჯდომარის და ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი მთავარი სპიკერის მხრიდან საღამოს გადაცემაში, როდესაც მან განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლება ეხმარება შალვა ნათელაშვილის ოფისში მყოფ ოპოზიციას, რომ თურმე რუსეთის ხელისუფლება შეეკრა სააკაშვილს, „ნაციონალურ მოძრაობას“, „ევროპულ საქართველოს“, „ერთიანი საქართველოს“, სხვებს და ჩვენთან ერთად გეგმავს ქვეყანაში არასტაბილურობას. მათ შორის გაბუნიას მკვლელობის მცდელობას იმისათვის, რომ პროდასავლურ ბიძინა ივანიშვილს პრობლემები შეუქმნას. ძალიან დიდი ფანტაზია უნდა მსგავსი ტიპის განცხადებების გაკეთებას. ახლა ბატონო ბიძინა, გამობრძანდით და გააკეთეთ კომენტარები აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. გააკეთეთ კომენტარი იმასთან დაკავშირებით, რომ თქვენ, როგორც პროდასავლურ პოლიტიკურ ლიდერს, რომელიც ყველა დასავლურ ფასეულობას არღვევთ, თურმე გებრძვით რუსეთის ხელისუფლება იმით, რომ გიგეგმავთ საქართველოს ტერიტორიაზე ჟურნალისტის მკვლელობას. გასაგებია, რომ თქვენ გინდათ ამერიკის კონგრესმენების და სენატორების წერილი გადაფაროთ, მაგრამ მსგავს საინტერესო ინტერპრეტაციას ალბათ ვერც ერთი პოლიტიკური ანალიტიკოსი ან პიარ ანალიტიკოსი ვერ შემოგვთავაზებდა“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42