საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჟრნალისტ გიორგი გაბუნიას შესაძლო დაკვეთილი მკვლელობის საქმეზე აცხადებს, რომ სამართალდამცავი სისტემის პასუხისმგებლობაა, რომ კონკრეტულ ადამიანს, კონკრეტულ ჟურნალისტს, არანაირი საფრთხე არ დაემუქროს, რადგან ეს არი ქვეყნის დემოკრატიისა და უსაფრთხოების მაჩვენებელი.
გახარია აცხადებს, რომ სუს-მა მძიმე დანაშაული აღკვეთა. მისივე თქმით, საქმე უწყებამ უსწრაფესად უნდა გამოიძიოს.
"კონკრეტულმა უწყებამ და სამართალდამცავმა უსწრაფეს ვადებში, უმოკლეს ვადებში უნდა გამოიძიოს ეს ყველაფერი და საზოგადოებას აბსოლუტურად გამჭვირვალე სურათი მისცეს იმისთვის, რომ ქვეყნის მტრებს, არც ქვეყნის გარეთ და არც შიგნით, არავის მივცეთ სპეკულირების შესაძლებლობა, რომ ეს ყველაფერი გამოიყენონ პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე", - ამბობს გახარია.
მასალის გამოყენების პირობები






