საოპერო მომღერალი ცოტა ხნის წინ ნინო სურგულაძე ტყუპის დედა გახდა. ამბავი მომღერალმა თავადვე შეატყობინა გულშემატკივარს და "ფეისბუქზე" ვრცელი პოსტი გაავრცელა. ამჯერად კი, მშობიარობის შემდეგ ნინო სურგულაძე პირველად აქვეყნებს ნატალიასა და ზაქარიასთან ერთად გადაღებულ ფოტოს.
"სიტყვები, განცდები, გრძნობები - მგონი, ვერაფერი გამოხატავს იმას, რაც ახლა ჩემ ცხოვრებაში ხდება. ბედნიერებაზე მეტია ეს ორი საოცრება დღეს რომ მოევლინა სამყაროს ჩემგან და ჩემთვის, ჩვენთვის... ყველა დედისთვის ნაცნობია ის შეგრძნება, ახლა რაც მაქვს, მაგრამ მაინც მარტო ჩემი და ძალიან განსხვავებული.
ასე მგონია ამ წუთამდე, - ნატალიას და ზაქარიას დაბადებამდე არაფერი ყოფილა თურმე მსგავსი ემოციის მომტანიც კი, არ გამიცდია, არ გამხარებია ასე სრულყოფილად, ასე სრულად, ახლა ვარ ის, ვინც უნდა ვყოფილიყავი, დედა, რომელიც ამ უსასრულო ძალით და ბედნიერებით უფრო მეტს შეძლებს პროფესიაშიც, საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც, ყველგან, სადაც მოინდომებს იმიტომ, რომ დედა ვარ.." - წერდა მომღერალი.


მასალის გამოყენების პირობები






