"დონალდ ტუსკი შეცდომაშია შეყვანილი"- "ოცნება" მაღალჩინოსნების კრიტიკას ისევ ლობისტებს უკავშირებს
პოლიტიკა - 13:04, 18 Jun, 2020     386
ევროპის სახალხო პარტიის თავმჯდომარე დონალდ ტუსკი შეცდომაშია შეყვანილი - ასე აფასებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე მაღალჩინოსნის უმწვავეს განცხადებას.

კილაძე აცხადებს, რომ ოპოზიცია აქტიურად ეწევა ლობისტურ საქმიანობას, რაც ქვეყნის იმიჯს აზიანებს.

"ჩვენ ვნახეთ დაახლოებით ერთი კვირის წინ, თითქოს რამდენიმე კონგრესმენს განეცხადებინოს, რომ ბატონი ივანიშვილი არის პუტინის აგენტი. შემდეგ გამოვიდა ერთ-ერთი კონგრესმენი და თქვა, რომ მან არ იცოდა, რა ეწერა იმ დოკუმენტში. მე მგონია, რომ დაახლოებით იგივე შემთხვევასთან გვაქვს საქმე.

გასაგებია, რომ ბატონი ტუსკი „ტვიტერზე“ წერს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის არ არის შეცდომაში შეყვანილი ისევე, როგორც ის კონგრესმენი იყო. ჩვენ, სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტების ლობისტურ საქმიანობას ვხედავთ, რომელიც აზიანებს ქვეყნის იმიჯს. იქამდე, სანამ არ იქნება სასამართლოს კონკრეტული გადაწყვეტილება ბატონ რურუაზე ამ კონკრეტულ საქმეზე, რაზეც ბრალი აქვს წაყენებული, ვერ გავაკეთებ ვერანაირ განცხადებას, მაგრამ ფაქტი ერთია - სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში შეიძლება იყოს ხალხის ფულის, 50 მილიონი ლარის ქურდი და ის მონათლონ პოლიტიკურ დევნილად, მათ შორის აქტიური ლობისტური საქმიანობით ქვეყნის გარეთ. ეს ძალიან სამწუხაროა," - განაცხადა კილაძემ.

"შეშფოთებული ვართ იმის გამო, რომ გიორგი რურუა კვლავ ციხეში რჩება. მოვუწოდებთ 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებისა და რურუას გათავისუფლებისკენ“- წერს ტუსკი სოციალურ ქსელში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42