პრემიერის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროს შესაძლებელია, ზრუნვის სამინისტრო ეწოდოს იქედან გამომდინარე, რაც გამოჩნდა ბოლო ოთხი თვის განმავლობაში, როცა გლობალურად მსოფლიო გამოწვევის წინაშე დადგა.
ჯანდაცვის მინისტრის ერთი წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენაზე, გიორგი გახარიამ მადლობა გადაუხადა ჯანდაცვის მინისტრს და თითოეულ თანამშრომელს ბოლო ოთხ თვეში 24 საათიანი მუშაობისთვის.
"აქ ყოფნას დღეს აქვს ძალზე დიდი მნიშვნელობა. უბრალოდ რომ ჩამოვთვალოთ - ჯანმრთელობის დაცვა, სოციალური უსაფრთხოება, შრომა, დევნილები, საზოგადოებრივი ჯანდაცვა, გადაუდებელი მედიცინა და საერთოდ, ამ სამინისტროს შეგვიძლია, ზრუნვის სამინისტრო დავარქვათ და ეს კარგად გამოჩნდა ბოლო ოთხი თვის განმავლობაში, როდესაც გლობალურად მსოფლიო დადგა გამოწვევის წინაშე.
სინამდვილეში, ჯანდაცვის თითოეულ თანამშრომელს, პირველ რიგში მინისტრს, მინდა, მადლობა გადავუხადო იმ შრომისთვის, 24 საათის განმავლობაში, რომელიც მათ გაწიეს ბოლო ოთხი თვის განმავლობაში. ასევე მინდა, დარწმუნებით გითხრათ, რომ იგივე რეჟიმში გააგრძელებს ეს ხალხი წარმატებულად ბრძოლას, როცა შემდეგ ეს დაგვჭირდება
” - განაცხადა გახარიამ.
მასალის გამოყენების პირობები






