"გაზეთის მეშვეობით მოვუწოდებდი ბატონ ბიძინას, სახალხო დამცველად რუისისა და ურბნისის ეპისკოპოსი, მეუფე იობი დაენიშნა"
Tv3-ის გადაცემაში, „დიდი პოლიტიკა“ მამა ელიზბარ დიაკონიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში უნდა შეიქმნას ერთი ფრაქცია, რომელიც დაკომპლექტებული იქნება მხოლოდ სასულიერო პირებით:
„ჩვენთვის აუცილებელია ერთი რამ, მე მიმაჩნია, რომ საკანონმდებლო ორგანოში ერთი ფრაქცია უნდა იყოს საეკლესიო პირებისგან.
ჩვენი ქვეყანა მართლმადიდებლური ქვეყანაა. მე გაზეთის მეშვეობით მოვუწოდებდი ბატონ ბიძინას, სახალხო დამცველად რუისისა და ურბნისის ეპისკოპოსი, მეუფე იობი დაენიშნა“, - განაცხადა მამა ელიზბარმა,
ხოლო გადაცემის წამყვანის კითხვაზე, ფრაქციის წევრები მხოლოდ მართლმადიდებელი ქრისტიანი სასულიერო პირები უნდა იყვნენ თუ სხვადასხვა აღმსარებლობის, უპასუხა:
"რა თქმა უნდა, მართლმადიდებლები. ჩვენ ხომ მართლმადიდებელი ქვეყანა ვართ?".
მასალის გამოყენების პირობები






