"კობახიძისთბის მორალური ფსკერი კიდევ უფრო დაბლაა" - სამადაშვილი "ოცნების" ლიდერს პასუხობს
პოლიტიკა - 12:22, 18 Jun, 2020     720
„ხელისუფლების პირველი პირები, გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის საქმის მიჩქმალვას ცდილობენ, და ამისთვის აბსურდულ ბრალდებებს იყენებენ“ - ასე აფასებს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი სალომე სამადაშვილი ირაკლი კობახიძის ბრალდებას, სადაც დეპუტატი ამბობს, რომ ოპოზიცია ყოველთვის ეძებს წყაროს დესტაბილიზაციისთვის და მათ ინტერესებში შედიოდა მოვლენების ნებისმიერი ისეთი განვითარება, რომელიც არასტაბილურობას გამოიწვევდა.


სამადაშვილი მიიჩნევს, რომ გაბუნიას საქმე საერთაშორისო დონეზე უნდა იყოს წამოწეული.

„ქართული ოცნების მმართველი პირები, როგორც ჩანს ბიძინა ივანიშვილის პირადი დავალებით და მსგავგსი აბსურდული ბრალდებების წაყენებით ცდილობენ ეს საქმე ისე ჩაატარონ, ისე მიჩქმალონ, რომ არცერთი სიტყვა არ თქვან რუსეთზე, კადიროვზე.

და ეს ხდება მაშინ, როდესაც საერთაშორისო დონეზე უნდა იყოს ეს საკითხი წამოწეული და საქართველოს ხლისუფლების პირველი პირები ყოველდღიურ რეჟიმში მართავდნენ კონსულტაციებს ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, რათა ამ საქმეზე გამოხმაურება იყოს არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ საერთაშორისო ასპარეზზეც- აცხადებს სამადაშვილი.

მისი თქმით, ხელისუფლება გმობდეს რუსეთისა და რამზან კადიროვის გეგმებს საქართველოს მოქალაქის ლიკვიდაციის მცდელობასთან დაკავშირებით, ის დაკავებულია აბსურდული ბრალდებების წაყენებით.

"ირაკლი კობახიძემ მორალური ფსკერი ჩაიარა 1 წლის წინ, როდესაც 20 ივნისს მის სავარძელში აღმოჩნდა ბატონი გავრილოვი და შემდეგ არ გადადგა თანამდებობიდან, ვიდრე ჩვენს თანამოქალაქეებს ამისთვის თვალები არ დასთხარეს. როგორც ჩანს, მორალური ფსკერი მისთვის კიდევ უფრო დაბლაა. იმის ნაცვლად, რომ ჩვენ დღეს საქართველოს ხელისუფლება ერთხმად აცხადებდეს, რომ სრულიად მიუღებელია, როდესაც საერთაშორისო ტერორიზმის სპონსორი რუსეთი გეგმავს საქართველოს მოქალაქის ლიკვიდაციას ჩვენს ტერიტორიაზე, ამის ნაცვლად ვხედავთ, რომ "ქართული ოცნების" მმართველი პირები, როგორც ჩანს, ივანიშვილის პირადი დავალებით, მსგავსი აბსურდული ბრალდებების წაყენებით, ცდილობენ, ეს საქმე ისე მიჩქმალონ, რომ არცერთი სიტყვა არ თქვან რუსეთსა და კადიროვზე. როდესაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ძალიან ხმამაღლა აცხადებენ, რომ ივანიშვილი არის რუსეთის მოკავშირე, ხელისუფლებას ჰგონია, რომ ძალიან მომგებიანია ისრების გადატანა სხვა პოლიტიკურ მოთამაშეებზე. რაც შეეხება ბურჯანაძეს ან ოქრუშვილს, ჩვენ მიგვაჩნია, რომ დემოკრატიულ არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა პოლიტიკურ პარტიას, მიუხედავად იმისა, რა შეხედულებებს ატარებს ის და ვეთანხმებით თუ არა მათ ხედვებს. ამიტომ ეს კონსულტაციები მიმდინარეობს თავისუფალი დემოკრატიული არჩევნების შესახებ. აქ არ არის საუბარი იმაზე, ვინ შეადგენს კოალიციურ მთავრობას არჩევნების შემდეგ. კოალიცია შედგება მხოლოდ და მხოლოდ იმ პარტიებს შორის, რომლებიც იზიარებენ საერთო ხედვებს საგარეო და საშინაო საკითხებზე," - განაცხადა სამადაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42