სახელმწიფო ინსპექტორი: „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონის მიღება იქნება უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯი ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით“
პოლიტიკა - 12:29, 18 Jun, 2020     326

სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ, სამსახურის მიერ 2019 წელს განხორციელებული საქმიანობის ანგარიში პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე წარადგინა.

ლონდა თოლორაიამ აღნიშნა, რომ გასულ წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო წინადადების სახით წარუდგინა ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონის პროექტი.

,,ამ კანონის მიღება იქნება უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯი ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. ეს კანონი ჩვენს კანონმდებლობას დაახლოებს საერთაშორისო სტანდარტებთან, გააუმჯობესებს თითოეულ უწყებაში პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას, უფრო ეფექტიანად დაიცავს ჩვენს პერსონალურ მონაცემებს და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მისცემს მისი მანდატის უფრო ეფექტიანად განხორციელების შესაძლებლობას.

,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის პროექტით ფართოვდება მონაცემთა სუბიექტების უფლებები; იზრდება მოქალაქეთა წინაშე მონაცემთა დამმუშავებლების ვალდებულებები; უმჯობესდება არასრულწლოვანთა მონაცემების დამუშავების პროცესი და მათი დამუშავება უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ არასრულწლოვნის ინტერესებს; იხვეწება ვიდეოთვალთვალისა და აუდიომონიტორინგის წესები; უმჯობესდება პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის მონაცემთა დამუშავების პროცესი; დიდი რაოდენობით მონაცემთა სუბიექტის მონაცემების დამმუშავებელ ორგანიზაციებს დაევალებათ დანიშნონ მონაცემთა დაცვის ოფიცერი, რომელიც უნდა ფლობდეს სათანადო ცოდნას მონაცემთა დაცვის სფეროში; მკაცრდება პასუხისმგებლობა მონაცემთა არაკანონიერი დამუშავებისთვის.

ცხადია, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის როლი კანონმდებლობის გაუმჯობესების მიმართულებით, მნიშვნელოვანია, მაგრამ პარლამენტის მხარდაჭერის გარეშე, ჩვენ ამას ვერ შევძლებთ.

ჩვენ გვაქვს კანონის იმპლემენტაციის კონკრეტული გეგმა, რომელიც დაეხმარება ყველა საჯარო და კერძო ორგანიზაციას, შეფერხებების გარეშე დანერგოს პრაქტიკაში კანონი.“ - აცხადებს ლონდა თოლორაია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42