გაბუნიას მკვლელობის მომზადება - კობახიძე ოპონენტებს თავს ესხმის: "ოპოზიცია ყოველთვის ეძებს წყაროს დესტაბილიზაციისთვის, მათ ინტერესებში შედიოდა მოვლენების ნებისმიერი ისეთი განვითარება, რომელიც არასტაბილურობას გამოიწვევდა"
პოლიტიკა - 10:49, 18 Jun, 2020     540
"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნი ოპოზიციას ისევ თავს ეხმის - გიორგი გაბუნიას მკვლელობის მომზადების საქმეზე საუბროსას ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ქვეყანაში არასტაბილურობის განცდა ოპოზიციას აწყობს.

„ის, რაც ხდება ამ ფაქტის გამოვლენის შემდეგ, ეს ხელს აძლევს რუსეთის ფედერაციას. დესტაბილიზაციის ნებისმიერი მცდელობა ზის პირდაპირ რუსეთის ფედერაციის ინტერესებში. ასევე ქვეყნის შიგნით არიან ძალები. ცოტა ხნის წინ ციხიდან საპრეზიდენტო აქტით "გრუ"-ს აგენტი, რომელიც დღეს „ნაციონალურ მოძრაობასთან“, „ევროპულ საქართველოსთან“ და სხვა ე.წ. დასავლურ ძალებთან ერთად ზის მოლაპარაკების მაგიდასთან. ამაში ირაკლი ოქრუაშვილს ვგულისხმობ, მაგრამ იქ არის ბურჯანაძე, გუბაზ სანიკიძე, შალვა ნათელაშვილი და სხვები, რომლებსაც არაერთხელ გაუკეთებიათ პრორუსული და ანტიდასავლური განცხადებები. დღეს ეს პოლიტიკური ძალები ერთად სხედან და ერთი მიზანი აქვთ როგორმე შეცვალონ ხელისუფლება, ანუ პირდაპირ რუსული კვალი, ძალა იკვეთება იმ ოპოზიციაში, რომელიც „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში იკრიბება. აქედან გამომდინარე ინტერესების თანხვედრა აბსოლუტურად ლოგიკურია და ამაზე მსჯელობა აუცილებელია“, - განაცხადა კობახიძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში.

კითხვაზე: თუკი უფრო მძიმე შედეგი დადგებოდა, ეს ხელს აძლევდა ამ ოპოზიციურ ძალებს? კობახიძემ უპასუხა: „თქვენ წარმოიდგინეთ თუნდაც წარუმატებელი მცდელობა ასეთი რამის, საუბარია ადამიანის სიცოცხლეზე, ბუნებრივია ეს იქნებოდა წამახალისებელი ფაქტორი არასტაბილურობისთვის“.

„ოპოზიცია ყოველთვის ეძებს წყაროს დესტაბილიზაციისთვის, ეს არის მათი საერთო სულისკვეთება. ამიტომ მათ ინტერესებში შედიოდა ნებისმიერი ისეთი განვითარება მოვლენების, რომელიც არასტაბილურობას გამოიწვევდა. დანარჩენი არის გამოძიების საქმე, გამოძიება რასაც დაადგენს, იმის მიხედვით უნდა გავაკეთოთ ჩვენ განცხადებები. ჩვენ მაქსიმალური პასუხისმგებლობით ვეკიდებით ამ ყველაფერს გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ ვართ ხელისუფლება და არ გვაქვს უფლება ნებისმიერი განცხადება გავაკეთოთ პასუხისმგებლობის გარეშე. ბუნებრივია, ნებისმიერი პირდაპირი მინიშნება და პირდაპირ ბრალის წაყენება ვინმესთვის არის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო ნაბიჯი, ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ ვერც გარე და ვერც შიდა სუბიექტის მიმართ. მთავარია დაველოდოთ გამოძიების შედეგებს და იმედი გვაქვს, რომ კონკრეტულ შედეგზე გავა საქმე“, - განაცხადა კობახიძემ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42