„თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორის, თეა თუთბერიძის განცხადებით, ეკლესია, რომელიც აცხადებს, რომ "იდენტობის" მიერ მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისთვის თავშესაფრის გახსნის ინიციატივა მიუღებელია, რადგან ორგანიზაცია ცუდ გავლენას მოახდენს ბავშვებზე, უნდა დაინტერესდეს იმ სასულიერო პირით, რომელიც, მისი თქმით, არასრულწლოვანის გაუპატიურებისთვის იხდიდა სასჯელს (თეა თუთბერიძის მიერ დასახელებული სასულიერო პირის ვინაობას "ნიუპოსტი" შეგნებულად არ ასახელებს, - რედ. შენიშვნა)
„მსურს განვასხვავოთ ერთმანეთისგან, მართლმადიდებლობა და ის, რაც დღეს ხდება ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში. ჩემი აზრით, ეკლესია პოლიტიკაში არ უნდა ერეოდეს. მე ვფიქრობ, რომ რაც შეიძლება მეტდ უნდა გამოვიყვანოთ სასულიერო პირები და ვასაუბროთ, რათა საზოგადოებამ საბოლოოდ გაიგოს, თუ ვინ ებრძვის სინამდვილეში მართლმადიდებლობას.
მე მსურს მამა მიქაელ ბოტკოველს მოვუწოდო, რომ როდესაც საუბარია „იდენტობაზე“, რომ თურმე იგი ცუდ გავლენას ახდენს ბავშვებზე, მე მსურს იგი დაინტერესდეს რაზე იყო ნასამართლევი და რაზე იჯდა ციხეში ეპისკოპოსი ****, რომელსაც ჩაბარებული აქვს ბავშვთა ბაღი და გაარკვიოს, რამდენად შეიძლება ჰქონდეს ისეთ ადამიანს ბავშვებთან ურთიერთობის უფლება, რომელიც არასრულწლოვნის გაუპატიურებისთვის იხდიდი სასჯელს“, - განაცხადა მან გადაცემაში "დიდი პოლიტიკა".
მასალის გამოყენების პირობები






