„ვერაფერი მოასწარი შრომის გარდა, დილის 6-დან საოპერაციოში იდექი, მიყვარხარ ოქროს ბიჭო, სულ ვიქნებით შენი შვილების გვერდით“ – რას წერენ ავარიაში გარდაცვლილ ექიმზე
სოც.მედია - 11:17, 18 Jun, 2020     997

12 ივნისს ქუთაისი-ზესტაფონის დამაკავშირებელ გზაზე საზარელი ავარია მოხდა.

მსუბუქი ავტომობილი, რომელსაც ცნობილი ექიმი-რეანიმატოლოგი, 32 წლის გუბაზ კორძაია მართავდა, მოცურდა და გზის სავალი ნაწილიდან ხევში გადავარდა.

დაღუპულ მედიკო კოლეგები, პაციენტები და ექიმის უბრალო ნაცნობებიც კი მას ემოციურ პოსტებს უძღვნიან. გთავაზობთ ერთ-ერთ მათგანს:

,,ალბათ ყველა პროფესიაში, მაგრამ მედიცინაში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ის ნიუანსი, რასაც ქვია სისმარტე, ალღო, სწორი და სწრაფი ლავირების უნარი, აზროვნების ფართო დიაპაზონი, გამოცდილების დაგროვება და ინტერესი ყველაფრის მიმართ.

ვერ გახდები ნამდვილი ექიმი, თუ არ აკეთე ,,შავი” საქმე, თუ არ შეითავსე სანიტრის ან პათანატომის ფუნქცია, თუ არ გადააბი რამდენიმე დღე-ღამე, თუ არ იშიმშილე, თუ არ იარე ფეხით დაღლილმა… მაგრამ თვითკმაყოფილმა და ბედნიერმა, იმიტომ რომ უშველე, გადაარჩინე, გააცოცხლე და გამარჯვებული გამოხვედი სიკვდილ-სიცოცხლის ომიდან.

ყველა ,,ახალ სისხლს” მაგ თვალით ვუყურებდი და თუ ,,მარგალიტს” აღმოვაჩენდი, რომ ნამდვილი იყო, აი ,,ის” ექიმი, მოსიარულე პროტოკოლი რომ არ იქნება არასდროს და სწორი იმპროვიზება შეეძლება, პატარა ბავშვივით მიხაროდა.

ამ ბრილიანტზე როგორ არ გითხრათ, მეგობრებს კი არა, ქვეყანას რომ გამოეცალა ხელიდან.

როგორ ახერხებდი, რომ ამხელა იმედი და საყრდენი იყავი ყველასთვის გუბაზიკ, დაუზარელი, საქმის უერთგულესი, უწესიერესი, უკეთილშობილესი, ძალიან ყურადღებიანი, სულ სხვისი დახმარების პროცესში, იმ ჰაი კლასის მედიცინის პოპულარიზებას ცდილობდი სულ, რომელშიც სულს და გულს დებდი, სისხლის ყოველ წვეთს უფრთხილდებოდი, ყველა პაციენტს ეფერებოდი, ამხნევებდი, ყველა უმცროსს ასწავლიდი, არ გეზარებოდა, ან ამდენი ენერგია საიდან გქონდა???!!!

მთელი ის პერიოდი, რაც გვერდიგვერდ გავატარეთ, სულ გუბაზი გვეკერა პირზე, იცი რატომ? უნივერსალური იყავი, უანგაროდ გვერდში დგომა იცოდი, ყველაფერს ისე ლამაზად მოაგვარებდი. ვიცი რამდენს შრომობდი, წვალობდი, ვიცი როდის გტკიოდა გული, რა გეგმები და ოცნებები გქონდა. რამდენს გეჯუჯღუნებოდით, რამდენს ვღლიცინებდით ერთად: ასლანა ექიმო, თივის ჩხირო, გუბაზ-ბეი …

იმაზე ბევრად მეტი ყოფილხარ, ვიდრე გვეგონა გუბაზ!!!!!!!!!!

ამ დაუნდობელი საქციელით დაგვანახე ყველას, როგორ უნდა მოგფრთხილებოდით, კიდევ მეტად მოგფერებოდით და არსად გაგვეშვი. შენნაირები არ არიან! მართლა არ არიან. გამორიცხულია ვინმემ შეძლოს შენი ჩანაცვლება.

ვერაფერი მოასწარი შრომის და ღამისთევის გარდა, დილის 6-დან საოპერაციოში იდექი, სულ ძილი გენატრებოდა, სულ გადარბენაში იყავი და ახლა, როცა ამომავალი კი არა, უკვე ამოსული ვარსკვლავი და შემდგარი ძალიან მაგარი პროფესიონალი იყავი, და რომ უნდა დაგეწყო ტკბობა შენი მიღწეული შედეგებით, უცებ დამთავრდა ყველაფერი. ბევრჯერ მითქვამს შენთვის, რა ბედნიერები არიან შენი მშობლები, ასეთი შვილი რომ ყავთთქო.

ვერ წარმომიდგენია, რომ აღარ დამირეკავ, აღარ მეცოდინება შენი ამბები, ვეღარ დაგარიგებ და ვეღარც გიგულშემატკივრებ. როგორ მინდა რამე შეგვეძლოს! იცი რა ხდება გუბაზ? მთელი ქვეყანა ტირის, ცნობილი ექიმიო, ეს რომ გაგეგო ერთი წამით მაინც… პაციენტები რეკავენ, გაგიჟებულები სიკვდილიც რაღაცნაირი “ლამაზი” გქონდა, როგორც მეგობრობა, საქმე და ადამიანობა.

ძალიან გვატკინე ყველას! საშინლად!

მიყვარხარ ოქროს ბიჭო, სულ ვიქნებით შენი შვილების გვერდით, მაგრამ შენ ვერავინ ვერასდროს შეგცვლის.

ერთი იყავი ასეთი კარგი და განსხვავებული ყველას გვაპატიე გუბაზიკ, თუ ოდავ მაინც რამე გაწყენინეთ როდესმე არ მეგულება ადამიანი, ვისაც ამდენი სიყვარული წაუღია და კიდევ უფრო მეტი დაუტოვებია,”-წერს გუბაზ კორძაიას კოლეგა, ანა ბოქოლიშვილი სოციალურ ქსელში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42