"რამე თუ დამემართა, არ ნიშნავს, რომ ვისგანაც მუქარა მოდის, მაინცდამაინც იმის ბრალია" – ჯაღმაიძე გაბუნიას მკვლელობის მომზადების საქმეზე
პოლიტიკა - 09:28, 18 Jun, 2020     642

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის მომზადების მცდელობას და ჩეჩნეთის ლიდერის მუქრას ეხმაურება.

ტვ. პირველის კითხვაზე: „მისი მუქარა არ მიგითითებთ, რომ სწორედ, რუსეთის ფედერაციიდან მოდის ეს საფრთხე?“

დეკანოზი პასუხობს: „რა ჩემი კომპეტენცია არის ასეთი დასკვნების გაკეთება, თუმცა გეტყვით, რომ ჩემ მიმართ ყოფილა ძალიან ბევრი მუქარა, დევს ეს ღია სივრცეში, მაგრამ მე თუ რამე დამემართება, ეს არ ნიშნავს, რომ ვისგანაც მოდიოდა ეს მუქარა, მაინცდამაინც იმის ბრალია“.

მისივე თქმით, წინასწარი დასკვნის გაკეთებისგან თავს შეიკავებს.

„როდესაც ამ საქმის დეტალები უცნობია, როგორ უნდა გავაკეთოთ რაიმე დასკვნა წინასწარ. თუ რეალურად ამ საფრთხის შემცველი იყო ეს მოვლენა და ეს აღკვეთილი არის ახლა, ძალიან კარგია და მისალოცია ყველასთვის, რომ არ მოხდა რაღაც უბედურება. სხვა შემთხვევაში, იმისთვის, რომ შეფასება გაკეთდეს, უნდა უტყუარი გამოძიების დასკვნები დაიდოს ალბათ“, - თქვა ჯაღმაიძემ.

ამ კომენტარს გამოეხმაურა თეოლოგი ბასილ კობახიძე, რომელმაც თქვა, რომ "საპატრიარქომ დაიჩოქა"

“კადიროვმა დაიჩოქოს გაბუნიამო და საპატრიარქომ დაიჩოქა. რამე კი არა, უბრალოდ ინსტიქტურად, ეგ მაგათი ბუნებრივი პოზაა უფროსი მართლმადიდებელი ძმების მიმართ”,- წერს კობახიძე.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42