პუტინის სანქციის გარეშე, ამას ვერავინ გაბედავდა - ამის შესახებ ჩეჩენმა ბლოგერმა ტუმსო აბდურაჰმანოვმა "ფორმულასთან" ინტერიუში განცხადა.
„ერთი რამ დაზუსტებით შემიძლია ვთქვა. პუტინის სანქციის გარეშე ამის გაკეთებას ვერ გაბედავდა. აქ შეიძლება იყოს პუტინის პირდაპირი ბრძანება, ან უსიტყვო თანხმობა, რაც სავსებით რეალურია. დუმილი თანხმობის ნიშანია. ჩემი აზრით კადიროვს არ გაუკეთებია ისეთი რამ, რისთვისაც კრემლში ეჩხუბებოდნენ. ამიტომ ვფიქრობ, რომ კრემლი საქმის კურსშია. პუტინი გაბუნიას გამონათქვამებით ძალიან შეურაცხყოფილი დარჩა. ამიტომ მან კადიროვს თავისუფლად მოქმედების ნება მისცა. პუტინი ახლა სულაც არ იქნება კმაყოფილი იმით რომ კადიროვის გამოგზავნილი კილერი დააკავეს“, - განაცხადა აბდურაჰმანოვმა.
ცნობისთვის, რამზან კადიროვს ტუმსო აბდურაჰმანოვის ლიკვიდაციაც სურდა და ის ამ დროისთვის შვედეთში აფარებს თავს.
მასალის გამოყენების პირობები






