საქართველოს ხელისუფლება ოკუპანტი ქვეყნის ინტერესის დამცველია - მამუკა ხაზარაძე
პოლიტიკა - 18:17, 17 Jun, 2020     484

„სახელმწიფოს ღირსება, როლი და მნიშვნელობა სწორედ მისი მოქალაქეების ღირსების, უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვით იზომება.“ - ამის შესახებ პარტია "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

ხაზარაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლება ოკუპანტი ქვეყნის ინტერესის დამცველია.

"ის, ვინც არ რეაგირებს ბოროტებაზე, ისეთივე დამნაშავეა, როგორც ის, ვინც აკეთებს ამ ბოროტებას. ის, ვინც იღებს მას პროტესტის გარეშე, ხდება ამ მოქმედების თანამონაწილე," -მარტინ ლუთერ კინგის ამ სიტყვებით გამოეხმაურა ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მიმართ დაგეგმილ სავარაუდო ლიკვიდაციას „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე.

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი საქართველოს ხელისუფლებას, მისი ნეიტრალური პოზიციის გამო, ოკუპანტი ქვეყნის იდეოლოგიის გამტარებლად მიიჩნევს და ამის შესახებ საზოგადოებას ღიად ესაუბრება.

„ხელისუფლება, რომელიც ვერ იცავს თავის მოქალაქეს, ვერ პასუხობს ქართველებისთვის ღირსების დამამცირებელ პირდაპირ მუქარას ოკუპანტი ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლისგან, ოკუპანტი ქვეყნის გეგმების გამტარებელი და სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედია.

სახელმწიფოს ღირსება, როლი და მნიშვნელობა სწორედ მისი მოქალაქეების ღირსების, უსაფრთხოების და უფლებების დაცვით იზომება.“-აცხადებს მამუკა ხაზარაძე.


აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია შურისძიების მიზნით იგეგმებოდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მკვლელობის დამკვეთი ვლადიმერ პუტინის მარჯვენა ხელი და ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვია.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42