"კადიროვის განცხადებებზე ნამდვილად არ გავაკეთებ კომენტარებს"- უთხრა თემით დაინტერესებულ მედიას ზურაბიშვილმა.
მისი განცხადებით - მადლიერია, რომ ქვეყანაში ჟურნალისტის უსაფრთხოება დაცულია.
"პირველ რიგში, მადლიერი ვარ იმისთვის რაც გაკეთდა - ჟურნალისტის უსაფრთხოება იქნა დაცული და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის და იმისთვის, რომ სტაბილურობა შევინარჩუნოთ. დანარჩენი არის გამოძიების საქმე და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერს სათანადოდ გამოიძიებენ. მე ვარ ქვეყნის პრეზიდენტი, არანაირი უფლება არ მაქვს დავადანაშაულო სხვა ქვეყანა, სანამ არ გვეცოდინება გამოძიების დასკვნით, რა მოხდა და როგორ მოხდა, აქ რომ ძალიან ბევრი საეჭვო კითხვებია, ამაში ყველა ვთანხმდებით", - ამბობს ზურაბიშვილი.
"მთავარი არხის" ხელმძღვანელი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია რამზან კადიროვის დავალებით იგეგმებოდა.
კადიროვი ამბობს, რომ ჯობს გაბუნიამ დაიჩოქოს და ბოდიში მოიხადოს მომხდარისთვის.
მასალის გამოყენების პირობები






