საქართველოს ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებს ოკუპანტი ქვეყნის მუქარისგან ვერ იცავს - ლანა გალდავა
პოლიტიკა - 16:47, 17 Jun, 2020     562

„ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ლანა გალდავა მთავარი არხის ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას სავარაუდო ლიკვიდაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ვერ იცავს საკუთარი მოქალაქეებისა და ჟურნალისტების ვერც სიცოცხლეს და ვერც სიტყვის გამოხატვის თავისუფლებას.

ლანა გალდავა საქართველოს ხელისუფლებას სწრაფი რეაგირებისა და გამოძიების გამჭვირვალედ ჩატარებისკენ მოუწოდებს.

„საქართველოს უახლოეს ისტორიაში არასდროს ჰყოლია მსგავსი უთავმოყვარეო ხელისუფლება, რომელიც თუნდაც განცხადების დონეზე ვერ იცავს საკუთარ თანამოქალაქეებს; ვერ იცავს ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული არხის ასევე რეიტინგული ჟურნალისტის თავისუფალი აზრის გამოხატვის კონსტიტუციურ უფლებას; ვერ იცავს ოკუპანტი ქვეყნის ფედერაციის სუბიექტის ხელმძღვანელისგან, რომელიც პერიოდულად თავისი გამოსვლებით გვილახავს ეროვნულ ინტერესებს.

გვახსენებს და გვემუქრება, რომ ,,გროზნოდან თბილისამდე სულ რაღაც 200 კილომეტრია'', რომ ,,ქართველმა ჟურნალისტმა უნდა დაუჩოქოს რუსეთის პრეზიდენტს და პატიება სთხოვოს''. კადიროვმა ისიც კი გაბედა, რომ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, ზომები მიიღოს ჟურნალისტის ხელახლა აღსაზრდელად, რომელსაც ,,პირად მტრად მიიჩნევს,“-განაცხადა ლანა გალდავამ.

„ლელოს“ ლიდერი საქართველოს ხელისუფლებას უმოქმედობაშიც ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მუქარის შემცველ გზავნილზე ხელისუფლებას სათანადო რეაგირება არ მოუხდენია.

„რამზან კადიროვმა თავის განცხადებაში პირდაპირ დაადასტურა, რომ შეკვეთილი დანაშაულების ავტორია - ,,თუკი ვინმე მოქმედებს მისი ბრძანებით, ის მას შეასრულებს, ხოლო თუ დავალება ჩუმად უნდა შესრულდეს, ამას ჩვენი ქვეყანა ვერ გაიგებს''. საქართველოს ხელისუფლებას მის გზავნილზე პასუხი არ გაუცია. უპასუხოდ დატოვა ,,უძრაობაში მყოფი თქვენი ქვეყანა''- ეს განცხადებაც. მე მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გააკეთოს განმარტება, რა სახის დანაშაულის დაგეგმვას ჰქონდა ადგილი, გამოძიება ჩატარდეს მაქსიმალურად სწრაფად და გამჭვირვალედ ,“-აღნიშნა გალდავამ.

გამოძიების სწრაფად და გამჭვირვალედ ჩასატარებლად „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი თვლის, რომ პროცესში დასავლელი პარტნიორების ჩართვა მნიშვნელოვანია.

„იმისთვის, რომ პროცესი დაჩქარდეს და ყველა ნაბიჯი გამჭვირვალე იყოს, აუცილებელია ჩვენი დასავლელი პარტნიორების ჩართულობა, რაც შეამცირებს დესტრუქციულ ქმედებებს, რომელსაც მუდმივად ხელს უწყობს ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი.

რამზან კადიროვსა და რუსეთის ხელისუფლებას შევახსენებ, რომ საქართველოს თავისი არჩევანი გაკეთებული აქვს, რაც დასავლური ღირებულებებით ევროატლანტიკურ ინტეგრაციას გულისხმობს. დიახ, მიუხედავად მუდმივი მცდელობებისა, თქვენ ვერ შეუშლით ხელს ჩემი ქვეყნის მკაფიო ეროვნული ინტერესების გატარებას. ხელისუფლებები იცვლება და ძალიან კარგი, რომ როგორც საქართველო, ასევე ჩეჩნეთი მალე გათავისუფლდება უღირსი ხელისუფლებებისგან,“-განაცხადა ლანა გალდავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42