„უკრაინის სპეციალური სამსახურების დამსახურებაა ის, რომ ძალიან დიდი ტრაგედია ავიცილეთ თავიდან „ - ასე ეხმაურება "ნიუპოსტთან" საუბრისას ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის საქმეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი ხატია დეკანოიძე.
მისივე თქმით, კადიროვის კიდევ ერთი მუქარა ჟურნალისტის მიმართ, საქართველოს ხელისუფლების უსუსრობითაა გამოწვეული.
„უკრაინელი სპეციალური სამსახურების დამსახურეებაა ის, რომ ინფორმაცია საქართველოს უსაფრთხოების სამსახურს გადმოეცა. თუმცა, მათ, არათუ გაართხილეს გაბუნია, არამედ ზოგადად, სანამ საჯაროდ არ გახდა ეს ინფორმაცია, მანამდე საერთოდ ვერ გავიგეთ, თუ რა საფრთხესთან გვქონდა საქმე. მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების სამასახურიას და ეროვნული უსაფრთხოების გათვალისწინებით.
სამწუხაროა, რომ საქართველოში რუსული გავლენების პენეტრაცია კიდევ უფრო ძლიერდება. ხელისუფლების გუშიდნელი განცხადებები, როცა პირდაპირ ამბობდნენ რომ არ ვიცით ეს ვინ დაგეგმა, აბსოლუტურად სამარცხვინო იყო. თითქოს არ იცოდნენ რომ პუტინი და კადიროვი კლავს და ამის არაერთი მაგალითი არ გვქონდეს.
რაც შეეხება კადიროვის კიდევ ერთ მუქარას, იმიტომ ბედავს რომ ხელისუფლება აძლევს ამის საბაბს.
საქმე გვაქვს სახელმწიფო უსაფრთხოების ჩამოშლასთან. წარმოდგენაც არ მინდა რა ტრაგიკული შემთხვევა შეიძლება დამდგარიყო, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურებს სუსი რომ არ გაეფრთხილებინა.“
მასალის გამოყენების პირობები






