საქმის განხილვა დღეს დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვით გაგრძელდება. ჩვენებას მისცემს ექვსი პოლიტიკოსი, რომლებიც დაკავების წინა ღამეს რურუასთან ერთად საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდნენ.
ეს ის პოლიტიკოსები არიან, რომლები ანტისაოკუპაციო აქციების დროს თითქმის მუდმივად გიორგი რურუასთან ერთად იმყოფებოდნენ . მათი თქმით, რურუა მათ თვალწინ ტრიალებდა, ამიტომ დარწმუნებული არიან, რომ მას ცეცხლსასროლი იარაღი თან არ ქონდა.
"ის უზრუნველყოფა აქციას შეშით, პრაქტიკულად იყო მხარდამჭერი მათ შორის ფინანსური, რადგან ძალიან ბევრ საჭიროებას უზრუნვეყოფდა. რა თქმა უნდა, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, მთავარის მფლობელობასთან ერთად, რის გამოც ის დააკავეს. აქციებზე მუდმივად იყო შეხლა-შემოხლა, პოლიციასთან ჭიდაობა, ყველას გვიწევდა ეს. თავად იციან, რომ იარაღი არის ჩადებული", - აცხადებს "ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს წევრი ელენე ხოშტარია.
"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი ნუგზარ წიკლაური ამბობს, რომ არაერთხელ უნახავს, როგორ ეუბნებოდა გიორგი რურუა აქციის მონაწილე ახალგაზრდებს, რომ აქცია უნდა ყოფილიყო მშვიდობიანი.
"მე ვიყავი აქტიური მონაწილე, მაგრამ ჩემზე უფრო აქტიური მონაწილე იყო ამ აქციების იყო გიორგი რურუა. აუცილებლად შევამჩნევდი, მას რომ ჰქონოდა იარაღი, ამდენი დროის განმავლობაში, როდესაც ვხვდებოდი და მე ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული, რომ ის იყო სრულიად მშვიდობიანად განწყობილი დემონსტრანტი", - ამბობს ნუგზარ წიკლაური.
მასალის გამოყენების პირობები






