"იმ ხელისუფლებისგან, რომელსაც პოლიტიკური ფლირტი აქვს კრემლთან გამართული, მოსალოდნელია ყველაფერი... " - ოპოზიცია 20 ივნისს დაგეგმილ აქციაზე შესაძლო პროვოკაციებს აფასებს
პოლიტიკა - 13:14, 17 Jun, 2020     399

20 ივნისის სისხლისღვრიდან ერთი წელი სრულდება - სამოქალაქო აქტივისტების ორგანიზებით, შაბათს, რუსთაველის გამზირზე კვლავ გაიმართება აქცია. ახალგარზრდები, ვინც გასულ წელს ივანიშვილის ხელისუფლებამ სისხლისღვრისა და თვალების დათხრისთვის გაიმეტა, ისევ ერთად დადგებიან.

20 ივნისისთვის ემზადება ხელისუფლებაც და კონტრაქციისთვის ხალხს რეგიონებში აგროვებს. თითოეული სოფლისთვის განსაზღვრულია კვოტა, თუ რამდენი ადამიანი უნდა გაიყვანონ "ოცნების" მხარდამჭერ აქციაზე. განსაზღვრულია ისიც, თუ ვის რამდენს გადაუხდიან.

სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ მმართველი პარტიის მხრიდან მსგავსი ნაბიჯი მოსალოდნელი იყო.

"იმ ხელისუფლებისგან, რომელსაც პოლიტიკური ფლირტი აქვს კრემლთან გამართული, მოსალოდნელია, რა თქმა უნდა, ყველაფერი... ჩვენ ვიცოდით და წინასწარაც ველით გარკვეულ პროვოკაციებს", - ამბობს სამოქალაქო აქტივისტი ანა ჭარხალაშვილი.

ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ საქართველოში რუსული ხელწერა გადმოიტანა. შაბათის აქციაზე პროვოკაციების მოწყობის შემთხვევაში, ისინი პასუხისმგებლობას მთლიანად მმართველ პარტიას აკისრებენ.

"საზოგადოების პოლარიზაციას ახდენს სწორედ ხელისუფლება და მსგავსი მეთოდებით მუშაობაზე არის საუბარი, როდესაც ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებენ აშშ-ს შესაბამის პოლიტიკურ წრეებში", - ამბობს სალომე სამადაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისისთვის დაგეგმილი აქციის მიზანია, ხელისუფლებას შეახსენონ "გავრილოვის ღამეს" დაშვებული შეცდომები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42