რა ბედი ელით ვარკეთილში დამწვარი ბაზრობის მოვაჭრეებს - კახა კალაძის განცხადება
პოლიტიკა - 12:01, 17 Jun, 2020     519

სადაზღვევო კომპანიამ მზაობა გამოთქვა, რომ ყველა დაზარალებულს აუნაზღაურდეს ის დანაკარგი, რაზეც საუბარი იქნება - ამის შესახებ თბილისის მერიმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საკითხთან მიმართებით საუბარი ჰქონდა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან.

"მართლაც მძიმე მდგომარეობა იყო. რაც მთავარია, არ არის მსხვერპლი. ცეცხლი გავრცელებული იყო სასაწყობე ჯიხურებზე, დაიწვა ტანსაცმელი, სარეალიზაციოდ გამზადებული ნივთები. საშიშროება იყო, რომ ცეცხლი გადასულიყო ბენზინგასამართ სადგურზე, თუმცა მეხანძრე-მაშველების მართლაც გმირულმა მუშაობამ ხანძრის ლიკვიდაცია მოახდინა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა შემთხვევით ვისარგებლო და თითოეულ მეხანძრე-მაშველს მადლობა გადავუხადო თავგანწირული შრომისთვის. ადგილზე იმყოფებოდნენ შს მინისტრის მოადგილე, ჩემი მოადგილე, ასევე სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე.

დაზარალებულ ადამიანებს თანადგომა გამოვუთქვით. გუშინ, ჩვენ ვაკვირდებოდით, თუ როგორ განვითარდებოდა მოვლენები.

ძალიან მნიშვნელოვანია, ყველამ უნდა გაითვალისწინოს და უკვე ყველამ ვიცით, რომ სავალდებულო და აუცილებელია ასეთი ბაზრობების დაზღვევა მოხდეს, იმისათვის, რომ რისკები ყველანაირად ავიცილოთ თავიდან. გუშინ, ჩვენ განცხადებები მოვისმინეთ, სადაზღვევო კომპანიამ, რა თქმა უნდა, მზაობა გამოხატა, რომ ყველა დაზარალებულს აუნაზღაურდეს ის დანაკარგი, რაზეც საუბარი იქნება. მიმდინარეობს მოკვლევა, ყველაფრის დაზუსტება და სადაზღვევო კომპანია გააკეთებს იმას, რაც მის პასუხისმგებლობაში შედის. გარდა ამისა, თვითონ დაზარალებულების თემა ინდივიდუალურად განიხილება. თბილისის მერიაც მზად ვართ, რომ შევხვდეთ, ჩავერთოთ, განვიხილოთ არსებული მდგომარეობა და ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში დავეხმარებით. პრემიერ-მინისტრთან საუბარი მქონდა ამ საკითხზე და მომდევნო დღეების განმავლობაში იქნება შეხვედრები და კონსულტაციები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება და დადგინდება, საიდან გაჩნდა ხანძარი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42