„საქართველო რუსეთის წინაშე არ დაიჩოქებს, დაიჩოქა მხოლოდ მთავრობამ“ - შაშკინი კადიროვის მუქარას და "ოცნების" წევრების დუმილს აფასებს
პოლიტიკა - 11:30, 17 Jun, 2020     655

„საქართველო რუსეთის წინაშე არ დაიჩოქებს, დაიჩოქა მხოლოდ მთავრობამ“ - ასე ეხმაურება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დიმა შაშკინი რამზად კადიროვის განცხადებას, სადაც ის გიორგი გაბუნიას დაჩოქებისა და ბოდიშის მოხდისკენ, ხოლო მთავრობას ჟურნალისტის აღზრდისკენ მოუწოდებს.

„რასაც ახლა ვხედავთ, „ქართული ოცნების“ პოლიტიკის შედეგია. საქართველომ კიარ დაიჩოქა რუსეთის წინაშე, დაიჩოქა მთავრობამ და 8 წლის განმავლობაში ყველას გვეუბნებიან რომ ერთადერთი ჩვენი გამოსავალია რუსეთთან ურთიერთობასი, სწორედ ესაა. ჩერჩილმა თქვა, რომ ერთადერთი რასაც რუსეთი პატივს ცემს ძალაა და სხვა არაფერი. ასეთ რამეს ბედავდა რუსეთი მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს?! ომი გვქონდა მათთან, მაგრამ ვერ ბედავდა ქილერების გამოშვებას და მუქარას - რომ ვინმეს მოგვლიკლავდა. რუსეთი გვიყურებდა როგორც ძლიერ მოწინააღმდეგეს. 2012 წელს ეს მთავრობა დადგა მუხლებზე, დაიჩოქა და ისინი ამას ვერ შეცვლიან, ვერ ადგებიან. ერთადერთი გამოსავალი ამ ხელისუფლების წასვლაა. რაც შეეხება საკითხს, თუ რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, როგორი უნდა იყოს მათი გამოხმაურებს, ეს კითხვა საერთოდ არ უნდა დავსვათ, რადგან „ქართულმა ოცნება“ თავისი არჩევანი უკვე გააკეთა. მათ არ შეუძლიათ იყვნენ ძლიერები, მათი სიძლიერე მხოლოდ მომიტინგეებისთვის სროლაში გამოიხატება. ივანიშვილის მთავრობა ხშირად ამბობს და ამაყობს, რომ მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ტერიტორიები არ დაუკარგავთ, თუმცა დავთავალოთ აბა, რადმენი გექტარით გადმოიწია საოკუპაციო ხაზმა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ ყოველგვარი პოსტები მოხსნა და გვერდზე გაიწია"- აცხადებს დიმიტრი შაშკინი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42