პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ ნებისმიერი ახალი ხელისუფლება, რომელიც მოვა, იჯდება ცხელ ტაფაზე, რადგან თუ ორ-სამ თვეში სიტუაციის გამოსწორებას არ დაიწყებს, ხალხი აღარ მოითმენს და მათი მანქანებიდან გადმოყრა, სახლებიდან გამოყრა დაიწყება.
დავით ჭიჭინაძე და მიიჩნევს, რომ ვეღარც ივანიშვილის ფაქტორი იარსებებს დიდხანს და ვერც სააკაშვილის. მათ მიერ შექმნილ ორ პოლუსთან მიკარება კი, ზოგადად სახიფათო გახდა, ისევე როგორც კეთროვანთან.
„ნებისმიერი ახალი ხელისუფლება, რომელიც მოვა, იჯდება ცხელ ტაფაზე, რადგან თუ ორ-სამ თვეში სიტუაციის გამოსწორებას არ დაიწყებს, ხალხი აღარ მოითმენს და მათი მანქანებიდან გადმოყრა, სახლებიდან გამოყრა დაიწყება.
ამის მოთავე იქნება ნებისმიერი ის ძალა, რომელიც შეხედავს, რომ ადამიანებმა მიიტაცეს ხელისუფლება და სახელმწიფოს და ხალხის ხარჯზე ისევ მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობის მოიწყობას ცდილობენ. ვეღარც ივანიშვილის ფაქტორი იარსებებს დიდხანს და ვერც სააკაშვილის. მათ მიერ შექმნილ ორ პოლუსთან მიკარება კი, ზოგადად სახიფათო გახდა, ისევე როგორც კეთროვანთან.
ამ ორი ძალის დაპირისპირება იმდენად ვიწროა უკვე და იმდენად უინტერესო, მათ ერთმანეთთან ურთიერთობაშიც კი არ ექნებათ უპირატესობა.
არჩევნების შემდეგ კი, საზოგადოებაში დაძაბულობა არ განიმუხტება, რადგან ადამიანების დიდი ნაწილი არც „ნაცების“ გამარჯვებას აღიარებს, არც „ოცნების“.
ისევე როგორც თავად არ აღიარებენ ერთმანეთის გამარჯვებას.
მოკლედ, რეალურად არჩევნების შემდეგ, ეკონომიკური სიდუხჭირის, შიმშილის უმძიმეს პროცესებში შევდივართ, მთავრობას კი, ქვეყნის გამოყვანის ეკონომიკური პროგრამაც კი არ გააჩნია.
შოუ, 9 წლი, 8 წლი კი, კიდევ 4 წელი უბრალოდ ვეღარ გაგრძელდება, ხალხი აღარ მოითმენს და იმიტომ.“- აცადებს დავით ჭიჭინაძე.
მასალის გამოყენების პირობები






