ამჯერად შპს ცისარტყელამ კურორტზე 114 კვ/მ ფართობის მიწის ნაკვეთი შეიძინა. კომპანიის 51%-იანი წილის მფლობელი ტურიზმის განვითარების ფონდია, რომლის 100%-საც, ივანიშვილთან დაკავშირებული, პანამაში რეგისტრირებული კომპანია ფლობს.
"სამხრეთ კარიბჭის" ცნობით, "ცისარტყელამ" აბასთუმანში სასტუმროს მშენებლობა 2018 წელს დაიწყო, რამდენიმე თვეში უპირობო აუქციონის წესით სასტუმროს მიმდებარე ტერიტორია ნახევარ მილიონ ლარად შეიძინა, შემდეგ კიდევ ორი ნაკვეთი იყიდა და ჯამში 3,183 კვ/მ დაიკანონა.
"აბასთუმანში კიდევ ათასობით მეტრი მიწის ნაკვეთი დაისაკუთრა ბიძინა ივანიშვილმა და ფაქტია, რომ ეს კაცი არის შიდა ოკუპანტი. ჩვენს ქვეყანას ყავს ოკუპანტი რუსეთი, რომელსაც ქვეყნის ტერიტორიები აქვს ოკუპირებული და ქვეყნის შიგნით გვყავს ოკუპანტი, რომელმაც ფაქტობრივად საქართველოს შიდა ოკუპაცია მოახდინა, - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" - წევრი ლევან ხაბეიშვილი.
აბასთუმანში მიწის ნაკვეთებს ივანიშვილთან დაკავშირებული 5 კომპანია ყიდულობს. მათი უმეტესობა ოფშორშია რეგისტრირებული.
მასალის გამოყენების პირობები






