არავის არ სჯერა იმის, რომ ემოციურ ნიადაგზე ვიღაცა ცდილობს შურისძიებას - კობახიძე გაბუნიაზე
პოლიტიკა - 10:17, 17 Jun, 2020     493

ქართული ოცნების მოქმედი აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცადებით, "არავის არ სჯერა იმის, რომ დავუშვათ, ემოციურ ნიადაგზე ვიღაცა ცდილობს გიორგი გაბუნიაზე შურისძიებას. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში ისაუბრა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ფაქტი ძალიან მძიმეა, რადგან ეხება ადამიანის სიცოცხლეს და პრინციპულად მნიშვნელოვანია, გამოძიება ბოლომდე იყოს მიყვანილი.

"გარდა იმისა, რომ აქ საუბარი იყო ადამიანის სიცოცხლეზე, ასევე, ბუნებრივია, ასეთ შესაძლო დანაშაულს შეიძლება გამოეწვია სტაბილურობის კუთხით პრობლემები, შეიძლება გამოეწვია საზოგადოებაში ვნებათაღელვა და შეიძლება, ესეც იყო, ბუნებრივია, მიზანი. არავის არ სჯერა იმის, რომ დავუშვათ, ემოციურ ნიადაგზე ვიღაცა ცდილობს შურისძიებას. თუ ამას ჰქონდა გარკვეული მიზანი, მიზანი იქნებოდა ბევრად უფრო მეტი, ვიდრე მხოლოდ, დავუშვათ, ერთი ადამიანის სიცოცხლის მიმართ რაღაცის გაკეთება", -განაცხადა კობახიძემ.

კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ "ყველაფერი არის გამოსაძიებელი, ასაწონ-დასაწონი" და ხელისუფლებას შესაბამისი რეაგირება უნდა ჰქონდეს. მისივე თქმით, "რაც მთავარია", აქამდე ეს რეაგირება იყო ზუსტი და სწორი.

"ამან შეგვაძლებინა ჩვენ, რომ თავიდან აგვეცილებინა ასეთი გაგრძელება მოვლენების, რაც იყო სავარაუდოდ დაგეგმილი", - თქვა კობაიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42