"ქართული ოცნება" 20 ივნისს კონტრაქციისთვის ემზადება. გამგებლებისთვის დავალება უკვე მიცემულია - ერთი სოფლიდან 300 ადამიანი.
ოცნების შტაბში ამ მიზნით ფული უკვე გამოყოფილია. ახალციხის ერთ-ერთი მკვიდრი ყვება, რომ პირადად შეესწრო ფაქტს, როდესაც გამგებელი მოსახლეობას ითანხმებდა და აქციაში მონაწილეობისთვის მათ ფულს აძლევდა.
"20ივნისის აქციებისთვის ვის რამდენი ეყპლებაო...მათ ალისთვის თავის მოყრა აქვს დავალებული . ასეთი რაღაც არის ფულიც ყოფილა გადარიცხული" - აცხადებს ადგილობრივი.
ოპოზიციაში აცადებენ, რომ ზონდერების მობილიზება, კონტრაქციების მოწყობა, ეს არის უკვე ჩამოყალიბებული "ქართული ოცნების" ინსტრუმენტი.
"სამწუხაროდ, ზონდერების მობილიზება, კონტრაქციების მოწყობა, ეს არის უკვე ჩამოყალიბებული ქართული ოცნების ინსტრუმენტი, რომლითაც მათ აქვთ იმედი, რომ ხელს შეუშლიან თავისუფალი აზრის გამოხატვას. აქტივისტები, სამოქალაქო საზოგადოება აჩვენებს, რომ მსგავსი მეთოდებით, ერთი, ვერც ძალადობაზე წამოიკიდებენ ვინმეს და ვერ გამოიწვევენ ძალადობას და ვერ შეუშლიან ხელს იმ რეალურ პროტესტს, რომელიც არსებობს ქვეყანაში", - ამბობს "ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს წევრი ელენე ხოშტარია.
მისი თქმით, თუ ხელისუფლება გადაწყვეტს, რომ 20 ივნისს ასეთი მეთოდები გამოიყენონ, ძალიან სამარცხვინო ნაბიჯი იქნება.
20 ივნისის აქციის ორგანიზატორი შოთა დიღმელაშვილი ამბობს, რომ აქცია ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნების სრული დაცვით ჩატარდება.
მასალის გამოყენების პირობები






