პრემიერი გახარია ჟურნლისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის საქმეს, პირველი არხის ეთერში ინტერვიუს დროს გამოეხმაურა.
მან განაცხადა, რომ ქვეყანაში აღკვეთილია "უმძიმესი დანაშაული".
პრემიერის თქმითვე, მთავრობისა და სამართალდამცავების მოვალეობაა, ჟურნალისტის წინააღმდეგ საქმის სწრაფი გამოძიება და ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდება:
"ბევრი მარჩიელობა ხდება ამ თემაზე. ფაქტი, რაც გვაქვს: თითოეული ჩვენი, მთავრობის წევრის, სამართალდამცავი სისტემის მოვალეობაა, ჩვენი მოქალაქის, განსაკუთრებით ცნობილი ჟურნალისტის წინააღმდეგ დანაშაული იყოს მაქსიმალურად სწრაფ დროში გამოძიებული და ეს ინფორმაცია ღიად უნდა მიეწოდოს ჩვენს მოქალაქეებს. განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩვენ კარგად გვესმის, ასეთ მძიმე შემთხვევებს კი არა, ბევრ მარტივ შემთხვევას ჩვენთან მოჰყვება უამრავი სპეკულირება.
ყველა შეეცდება ამ საკითხის გამოყენებას თავისი ვიწყო, პოლიტიკური, კორპორატიული ინტერესებიდან. თითოეულმა სიტყვამ შესაძლოა, ზიანი მიაყენოს გამოძიებას. ჩვენი ამოცანაა, გვქონდეს სრული სურათი. უნდა დავმშვიდდეთ და მივცეთ შესაძლებლობა გამოძიების. ამის შემდეგ გავაკეთებთ შეფასებებს. სხვა ყველაფერს პოლიტიკური იერსახე დასდევს", - განაცხადა გახარიამ
მასალის გამოყენების პირობები






