„გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის მცდელობის ფაქტი უმძიმესი მოცემულობაა“ – „ლელო“
პოლიტიკა - 21:15, 16 Jun, 2020     505
გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის მცდელობის ფაქტს განცხადებით ეხმაურება პოლიტიკური გაერთიანება „ლელო“. ორგანიზაციაში მნიშვნელოვანად მიიჩნევენ საქმეში დასავლელი პარტნიორების ჩართულობას, რათა წინასაარჩევნო პერიოდში დესტრუქციულმა ქმედებებმა არ გამოიწვიოს დესტაბილიზაცია, რომელსაც მუდმივად ხელს უწყობს ჩრდილოელი მეზობელი.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის მცდელობის ფაქტს, რასაც ვაფასებთ, როგორც აღმაშფოთებელ და უმძიმეს მოცემულობას. პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის’’ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას და ამავდროულად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან და საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე, შესაძლებლობის ფარგლებში საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია, რა სახის სპეცოპარაცია იგეგმებოდა, ვინ იყო დამკვეთი, ვის მიერ იყო შესრულებული და ვისი ინტერესები იკვეთებოდა მკვლელობის შეკვეთისას.

ასევე, მნიშვნელოვანია ჩვენი დასავლელი პარტნიორების ჩართულობა. მივმართავთ თხოვნით, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომ ყურადღება გაამახვილონ ზემოაღნიშნული ფაქტის გამოძიების ყველა ეტაპზე, რადგანაც განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში მნიშვნელოვანია, დესტრუქციულმა ქმედებებმა, რომელსაც მუდმივად ხელს უწყობს ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი, არ გამოიწვიოს ქვეყანაში ქაოსი და დესტაბილიზაცია.

თავად ის ფაქტი, რომ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის - უკრაინის საგამოძიებო ორგანოებიდან ვიგებთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების წინაშე არსებულ რისკებს და ინფორმაციას ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ჟურნალისტის შესაძლო ლიკვიდაციის მცდელობის შესახებ, მიუთითებს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ორგანოების სისტემის სრულ კოლაფსზე. ურთულესი გეოპოლიტიკური გამოწვევების მიუხედავად, ჩვენს ქვეყანაში რვა წლის განმავლობაში არ გამოვლენილა არცერთი ჯაშუში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ნაცვლად იმისა, რომ აფასებდეს ეროვნული უსაფრთხოების რისკებს, აახლებდეს უსაფრთხოების კონცეფციას, ამუშავებდეს სამოქმედო გეგმებს და სტრატეგიებს, დაკავებულია ოპოზიციის წარმომადგენლების და სამოქალაქო აქტივისტების მოსმენით, თვალთვალით და დისკრედიტაციით. კონტრდაზვერვის სამსახურის საქმიანობა ვერ უძლებს ვერანაირ პროფესიულ კრიტიკას და კითხვის ნიშნის ქვეშ დგას საკითხი, თუ რას, ან ვის ემსახურება ეს უწყება.

დღეს, როგორც არასდროს, ქართული საზოგადოების წინაშე დგას როგორც სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების, ასევე არჩევანის საკითხი დემოკრატიულ და ავტორიტარულ ფასეულობებს შორის. ვირჩევთ ევროატლანტიკურ ინტეგრაციას დასავლური ღირებულებებით: მკაფიოდ ჩამოყალიბებულ და დაცულ ეროვნულ ინტერესებს, ძლიერ ინსტიტუციებს, სიტყვისა და არჩევანის თავისუფლებას, მოქალაქეების უსაფრთხოებას, თუ ვირჩევთ ავტორიტარულ მმართველობას მანკიერი გამოვლინებებით, რომლისთვის უცხო არ არის დაშინება, მუქარა, ფიზიკური ლიკვიდაცია, თავისუფალი სიტყვის ჩახშობა.

საქართველოს თავისი არჩევანი გაკეთებული აქვს და ყველა ხელისუფლების პირდაპირი პასუხისმგებლობაა ამ არჩევანის განუხრელი დაცვა“ - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42