ფოტოები ზუგდიდში პოლიციელის დაჭრაში ეჭვმიტანილის ქორწილიდან და ინციდენტის დეტალები
საზოგადოება - 20:14, 12 Nov, 2013     62599

ზუგდიდში პატრულ-ინსპექტორის დაჭრაში ეჭვმიტანილი ეჭვმიტანილი კახა გულორდავა სამართალდამცველებს საკუთარი ნებით ჩაბარდა.

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად (რომელსაც შსს-ც ადასტურებს), გულორდავამ, სავარაუდოდ, თანმხლებ პირებთან ერთად, სასტიკად სცემა და რამდენიმე ჭრილობა მიაყენა გოგა ანჩაბაძეს, მეუღლეზე, ანა ძაპტაშვილზე სექსუალური ძალადობის გამო.

დაჭრილი გოგა ანჩაბაძე, რომელიც დაქორწინებულია და ვაჟიშვილი ჰყავს, 2013 წლის აგვისტოში თოლორდავას ქორწილში მეჯვარე იყო. ბუნებრივია, ის ესწრებოდა ყველა რიტუალს, დაწყებული სამოქალაქო ქორწინების რეგისტრაციით და დასრულებული ახლადდაქორწინებულთა ესკორტის მარტვილში გამგზავრებითა და ჯვრისწერით.

ამჟამად გოგა ანჩაბაძე, რომელიც მძიმე მდგომარეობაში, დასერილი და ყურმოჭრილი, შიშველი იპოვეს ზუგდიდის პროფტექნიკური კოლეჯის ეზოში (კოლეჯს ერთი მხრიდან პრეზიდენტის რეზიდენცია, მეორე მხრიდან კი ბოტანიკური ბაღი ესაზღვრება), ზუგდიდის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფებოდა, გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა და მძიმე მდგომარეობაში მყოფი, ცოტა ხნის წინ გადაიყვანეს ქუთაისში. მის მდგომარეობას ექიმები აფასებენ, როგორც კრიტიკულს, თუმცა, სს საქმე 118-ე მუხლითაა აღძრული, რაც სხეულის ნაკლებად მძიმე ან მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

სამართალდამცველებმა უკვე დაასრულეს ამ საქმესთან და საქმესთან დაკავშირებით წარმოშობილ მეორე ეპიზოდთან - გაუპატიურების მცდელობასთან დაკავშირებით ორი პირის დაკითხვა: ერთი მათგანი თავად დანაშაულში ეჭვმიტანილი კახა გულორდავაა, რომელიც ანჩაბაძისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების გამო დაიკითხა, მეორე კი ანა ძაპტაშვილი, გულორდავას მეუღლე, რომელიც გოგა ანჩაბაძეს გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებს და ჩვენებაც ამის გამო მისცა.

არსებული ინფორმაციით, გოგა ანჩაბაძე ანა ძაპტაშვილის გაუპატიურებას სწორედ იმ კოლეჯის ეზოში ცდილობდა, სადაც დღეს დაჭრილი, ტანსაცმელშემოხეული და შიშველი იპოვეს. ამ საქმესთან დაკავშირებით არსებობს ანჩაბაძის დაჭრაში ეჭვმიტანილის ადვოკატის განცხადება, რომელიც ამბობს, რომ ძაპტაშვილი ანჩაბაძის სექსუალური ძალადობისგან კოლეჯში მცხოვრებმა დევნილებმა იხსნეს, რომლებსაც ქალის კივილი მოესმათ და ანჩაბაძის მხრიდან ძალადობის მოწმეები გახდნენ:

„ანჩაბაძემ მათ მოსთხოვა, არ ჩარეულიყვნენ საქმეში და განუმარტა, რომ მსუბუქი ყოფაქცევის ქალი ჰყავდა მოყვანილი და შენობის მიტოვებულ ნაწილში ამიტომ შევიდა.“ ამ ვერსიის მომხრეები ამბობენ, რომ ხმაურის შემდეგ ანა ძაპტაშვილი დევნილებმა კოლეჯიდან ტაქსით გააპარეს, თავად ანჩაბაძე კი მცირე ხმაურის შემდეგ იქაურობას გაეცალა.

სხვა ვერსია აქვთ მათ, ვინც გოგა ანჩაბაძის უდანაშაულობას ამტკიცებს ანა ძაპტაშვილთან მიმართებაში. მათი თქმით, ძალადობა არ მომხდარა. 

მეტიც, ისინი ამბობენ, რომ გოგა ანჩაბაძემ სახლში მიაკითხა ძაპტაშვილს, მანქანაში ჩაისვა და წამოიყვანა: „სახლში მიაკითხა, მშობლების თანდასწრებით უთხრა, წამომყევი, კახას გავუაროთ, კარგი ღვინო მაქვს და ცოტა ვიქეიფოთო. სხვა რამე რომ ჰქონოდა გულში, სახლში მიაკითხავდა?“, - ამბობს პირი, რომელიც კარგად იცნობს გოგა ანჩაბაძეს და ხაზს უსვამს, რომ უცნაურია, როგორ მივიდა სახლში მშვიდად სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალი და რატომ მაშინვე არ თქვა ყველაფერი, თუ ის მოხდა, რასაც ახლა ჰყვება ჩვენებაში. ანჩაბაძის ნათესავი მიიჩნევს, რომ პატრულ-ინპექტორი უსაფუძვლო ეჭვიანობის მსხვერპლი გახდა:

„გოგამ ანა სახლში ტაქსით გაუშვა, თვითონ კი სამსახურში წავიდა. რაც შეეხება კახას (ანა ძაპტაშვილის მეუღლე), მასთან დაკავშირება ვერ მოახერხეს და ქეიფი ამიტომაც ჩაიშალა. როგორც ვიცი, სწორედ კოლეჯის ეზოდან ცდილობდნენ ორივე მასთან დარეკვას“, - აცხადებს ანჩაბაძის ნაცნობი.

მისივე თქმით, ქუთაისში გადაყვანამდე გოგა ანჩაბაძე გონს მოვიდა: „თვალი გაახილა, სულ ცოტა ხანს იყო გონზე და მეუღლეს უთხრა, ყველაფერი მალე გაირკვევა, სიმართლეს გაიგებ და მანამდე ნურავის დაუჯერებო. ამის მერე ისევ დაკარგა გონება და ამჟამადაც ძალიან მძიმედაა“, - ამბობს ანჩაბაძის ნაცნობი, რომელმაც ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა. ის ასევე ამბობს, რომ კახა გულორდავა მეორე დღეს, ანუ გუშინ საღამოს, სამარშრუტო მიკროავტობუსით, თავის მეგობრებთან ერთად დახვდა გოგა ანჩაბაძეს, სადღაც წაიყვანეს, აწამეს და კოლეჯის ეზოში დააგდეს.

ანა ძაპტაშვილმა და კახა გულორდავამ აგვისტოში იქორწინეს. ორივე ზუგდიდელია. ანა რამდენიმე წელიწადის განმავლობაში თბილისში სწავლობდა. ამ დროისთვის ის უკვე ორსულობის მეორე თვეშია. ანა ძაპტაშვილი და დაჭრილი პოლიციელი გოგა ანჩაბაძე ერთმანეთს არ იცნობდნენ მანამ, სანამ იგი, როგორც საცოლე, კახა გულორდავამ არ გააცნო ანჩაბაძეს.

კახა გულორდავასა და გოგა ანჩაბაძეს დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებთ. ერთი პერიოდი გულორდავაც პოლიციელი იყო, ბოლოს კი ერთერთ ფირმაში, სამეგრელოში მუშაობდა. ამჟამად გულორდავაც და მამამისიც მიკროავტობუსის საქალაქთაშორისო ერთერთი რეისის მფლობელები არიან და მიკროავტობუსიც ჰყავთ.

„ნიუპოსტი“ ანა ძაპტაშვილისა და კახა გულორდავას ქორწილის ამსახველ, ასევე ანა ძაპტაშვილისა და გოგა ანჩაბაძის პირად ფოტოებს გთავაზობთ.

მთავარ ფოტოზე ნეფე-დედოფალთან ერთად, გოგა ანჩაბაძეცაა აღბეჭდილი. 





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42