3 საათით ადრე გამოცხადება, თერმოსქრინინგი, პირბადე, დეზინფექცია - რა იცვლება აეროპორტებში?
პოლიტიკა - 17:14, 16 Jun, 2020     833

COVID-19-მა შესაძლოა მგზავრის აეროპორტებში მისვლის დრო გაზარდოს, რასაც თავის მხრივ ის რეგულაციები განაპირობებს, რისი დანერგვაც COVID-19-ის პანდემიამ ქვეყნების საავიაციო ხელისუფლებებს აიძულა - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" ხელმძღვანელმა თამარ არჩუაძემ 2020 წლის ტურიზმისა და მასპინძლობის ონლაინ კონფერენციაზე განაცხადა.

მანვე აეროპორტების მზაობასა და მოსალოდნელ პროცედურებზე ისაუბრა და არჩუაძის განმარტებით, ახალი რეგულაციების თანახმად, აეროპორტენში სავალდებუილო იქნება პირბადის ტარება, დეზინფექცია, სოციალური დისტანციის დაცვა და მგზავრების თერმოსკრინინგი.

თამარ არჩუაძის თქმით, საქართველოს აეროპორტები EASA-ს COVID-19-გან დაზარალებული ქვეყნების აეროპორტების ჩამონათვალში არ არის, რადგანაც ქვეყანა ეპიდემიოლოგიურად მაღალი რისკის მქონე ქვეყნად მიჩნეული არ არის.

„აღსანიშნავია, რომ ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტომ EASA-მ პანდემიისგან დაზარალებული ქვეყნების აეროპორტების სია თხუთმეტჯერ განაახლა და საქართველო იქ არც ერთხელ არ მოხვდა. ჩვენთვის მგზავრთა ჯანმრთელობის უსაფრთხებაზე ზრუნვა უმნიშვნელოვანესია და ამიტომ დიდ ყურადღებას ვუთმობთ დეზინფექციას. გარდა მიმდინარე სადენზინფექციო სამუშაოებისა აეროპორტებში განთავსებულია დამატებითი სადენზინფეციო სითხეები. აეროპორტების დალაგება მიმდინარეობს უფრო ინტენსიურ რეჟიმში. აეროპორტები ყოველთვის იყო ხალხმრავალი ადგილი და შესაბამისად, როდესაც ჩვენ როგორც ინდუსტრია ვამბობთ, რომ ტერმინს "დალაგება" - ეს გულისხმობს დალაგებას სპეციალური სითხეებით. დეზინფექცია და სადენზინფექციო ხსნარები ჩვენთვის არის ყოველდღიური გამოყენების და ყოველდღიური დალაგებაც სწორედ ამ პროცესს მოიცავს.

ყველა აეროპორტში არის სპეციალური ვენტილაციის სისტემა, რომელიც გარედან სუფთა ჰაერის შემოდინებას უზრუნველყოფს. ასევე კონდენცირება. შესაბამისად, გარედან რაიმე დამატებითი ზომების გატარება ჩვენ არ გვიწევს. ამიტომ მგზავრებს აეროპორტში მოსვლისას განსხვავება დახვდება, მხოლოდ პირბადის ტარება, ტემპერატურის შემოწმება და დისტანცირების დაცვა. ყველა დანარჩენი პროცედურა განხორციელდება ისე, როგორც ადრე.

არ ველოდებით პროცედურების დროში განსაკუთრებულად ზრდას , თუმცა ვიკავებთ თადარიგს და აეროპორტში 3 საათით ადრე გამოვცხადდებით" - განაცხადა თამარ არჩუაძემ.

ონლაინ კონფერენცია Welcome to Georgia-ს ორგანიზებით გაიმართა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42