მისი თქმით, მომზადებული ცვლილებებით ჯანდაცვის სამინისტრო არ სჯერდება მარეგულირებლისა და მაკონტროლებლის ფუნქციებს და იმ ფუნქციებსაც ითავსებს, რასაც აქამდე სასამართლო ახორციელებდა. “იქიდან გამომდინარე, რა ურთიერთობაც ჯანდაცვისა სამინისტროს სამედიცინო სექტორთან ბოლო წლების განმავლობაში ჩამოუყალიბდა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სამინისტრო სამედიცინო სექტორის პროკურორიც იქნება და მოსამართლეც, სექტორის კი სამართალს ვეღარსად იპოვის,” - ამბობს ჭიაბერაშვილი.
ჭიაბერაშვილის აზრით, შემაშფოთებელია, როდესაც სამედიცინო დაწესებულებები 520-ე დადგენილებით მიღებული ზარალზე საუბრობენ და ამ დროს მთავრობა მათი დასჯის ახალ მექანიზმებს ქმნის. ახალი კორონავისრუსის ეპიდემიის პირობებში, მთავრობა, პირიქით, ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებაზე უნდა ზრუნავდეს და არა მის დასუსტებაზე.
ჭიაბერაშვილის თქმით, აქამდე ჯანდაცვის სიტემის "ქართული ოცნების" მიერ 2013 წელს შემოღებული დაფინასების მოდელმა მიგვიყვანა. იგი მიიჩნევს, რომ გამოსავალი არის სადაზღვევო მოდელზე დაბრუნება, რომელიც ყველაზე უკეთ უზრუნველყოფს მათთვის სამართლიან კონკურენციას, პაციენტებისათვის კი - ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობას.
“ოღონდ სამედიცინო სექტორს იმავდროულად სჭირდება გარანტია, რომ
სადაზღვევო მოდელზე დაბრუნება მოხდება გააზრებულად, გეგმაზომიერად, ყველასთან შეთანხმებით და ეტაპობრივად, და სახელმწიფო იქნება მიუკერძოებელი არბიტრი სადაზღვევო და სამედიცინო სექტორებს შორის და არა დასჯაზე ორიენტირებული პრკურორი,” - ამბობს ჭიაბერაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






