"საქართველოში გადაადგილდებიან რუსეთის ჯაშუშები და მათ არანაირი პრობლემა არ აქვთ" - რატიანი გაბუნიას შესაძლო მკვლელობის საქმეზე
პოლიტიკა - 12:45, 16 Jun, 2020     476

„ევროპული საქართველოს“ წევრი სერგო რატიანი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. დეპუტატის თქმით, საქმეზე საზოგადოებას უნდა ჰქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია.

მისი თქმით, საქმეზე რუსეთის ფედერაციიდან არის დაკვეთა:

„ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი საზოგადოება არის დაუცველი და საქართველოში გადაადგილდებიან რუსეთის ჯაშუშები და მათ არ აქვთ არანაირი პრობლემა. ბოლო წლების განმავლობაში, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში ჩვენ არ გვახსოვს არც ერთი შემთხვევა, როდესაც მათ გამოევლინოთ ჯაშუშები. სამაგიეროდ, გვახსოვს შემთხვევები, როდესაც რეალურად ჯაშუშები იყვნენ გადაცემულნი როგორც პოლიტპატიმრები და ეს საკმაოდ მძიმე სურათია. ასევე, ვხედავთ, რომ წლების განმავლობაში ტერორისტები საზღვრებზე გადმოდიან უპრობლემოდ. ეს არის ის შემთხვევა, როდესაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს მოქალაქეები არ არიან დაცულები. რაც შეეხება იმ ფონს, რა ფონიც იყო გაბუნიას განცხადებების შემდეგ, ეს იყო სამარცხვინო და სრულიად შეუფერებელი ქართული სახელმწიფოსთვის. ჩვენ გვახსოვს, რომ პრორუსულმა ძალებმა მაშინ დაიკავეს რუსთაველი. ეს იყო წახალისებული ხელისუფლების მხრიდან. ეს არის ფონი, რაც გვაქვს. ჩვენ გვჭირდება დამატებითი ინფორმაცია იმისთვის, რომ ვხედავდეთ სრულ სურათს, თუ რა ხდებოდა ამის მიღმა და რა პერიპეტიები ახლდა ამას. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, როგორ მუშაობნენ ჩვენი სამართალდამცავი ორგანოები, რამდენად შესაფერისი იყო მათი ქმედება სახელმწიფოს გამართულ მუშაობასთან. ცალსახაა, რომ ამ საქმეზე რუსეთის ფედერაციიდან არის დაკვეთა. ბევრი შემთხვევააა, როდესაც კადიროვი ასრულებს რუსეთის დავალებას, ასე იყო ნემცოვის და სხვების შემთხვევაშიც. ჯერჯერობით ჩვენ ამ სურათს ვხედავთ, მაგრამ ჩვენ გვჭირება გაცილებით მეტი ინფორმაცია”, - განაცხადა რატიანმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42