"გუშინ ნიკა გვარამიამ გაასაჯაროვა ინფორმაცია, რომ ვინმე ბოკოევი, ერთ ერთი წამყვანი ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. ანტისახელმწიფოებრივი ხელისუფლების პირობებში, ქვეყანა ტერორისტების სათარეშოდ გადაიქცა. შესაბამისი უწყებები კი იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფოს უსაფრთხოებით იყვნენ დაკავებულნი, ოპოზიციას დევნიან.
უსაფრთხოების სისტემა მოშლილია და ამაზე მეტყველებს ჩატაევის და რამდენიმე კვირის წინ ბათუმში თურქეთის მოქალაქეების დაკავებაც.
სოლოდარობას ვიცხადებთ გიორგი გაბუნიას და მოვუწოდებთ მთავრობას გასაჯაროვდეს ამ საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია. დადგინდეს შემსრულებელი და ორგანიზატორი, ასევე დამკვეთიც. დააფიქსიროს მკაცრი პოზიცია ხელისუფლებამ. მოვითხოვთ გამოძიებაში ქართულმა მხარემ ჩვენი მთავარი მოკავშირეები ართონ"- განაცხადა ვაშაძემ სპეციალურ ბრიფინგზე.
მასალის გამოყენების პირობები






