მძღოლი, რომელიც ალკოჰოლური თუ ნარკოტიკული სიმთვრალის დასადგენად შემოწმებაზე უარს იტყვის, სამი წლის ვადით, მართვის უფლებას დაკარგავს.
ასეთ შემთხვევებზე, მოქმედი კანონმდებლობით, მძღოლებს 500-ლარიანი ჯარიმის გადახდა უწევთ, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტს კანონმდებლობის გამკარების ინიციატივით მიმართა და ურჩი მძროლებისთვის სამი წლის ვადით მართვის უფლების ჩამორთმევის წინადადებით გამოვიდა. ცვლილებები "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევთა კოდექსში" შედის.
მკაცრდება კანონმდებლობა მძოლებისთვის, რომლებსაც სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება არ აქვთ, ან ჩამორთმეული აქვთ და სიმთვრალის დასადგენად შემოწმებას თავს არიდებენ. აღნიშნული კატეგორიის მძღოლების ასეთი ქმედება 2000-ლარიან ჯარიმასთან ან 15-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობასთან იქნება დაკავშირებული.
როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორიამ ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე განმარტა, ამ მიმართულებით პასუხისმგებლობის გამკაცრება ნასვამობისთვის 200-ლარიანი ფულადი ჯარიმის 6-თვის ვადით მართვის უფლების შეჩერებით შეცვლას უკავშირდება.
მასალის გამოყენების პირობები






