მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ლტოლვილთა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებმა მარნეულში დევნილებისთვის რეაბილიტირებული კორპუსი გახსნეს.
მარნეულში 24 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს საცხოვრებელი ბინის გასაღები დღეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა დავით დარახველიძემ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ შოთა მურღულიამ, მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილემ თორნიკე თორაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გადასცეს.
აღნიშნულ პროექტზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 2012 წელს დაიწყო და მიმდინარე წელს დასრულდა. პროექტის ფარგლებში 24 საცხოვრებელი ბინის რეაბილიტაცია მოხდა.
აქედან 17 ერთოთახიანი და 7 ოროთახიანია. ერთი ბინა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვისა სრულადაა ადაპტირებული.
პროექტის განმავლობაში მშენებლობაზე 30 ადამიანი იყო დასაქმებული, საიდანაც 5 იძულებით გადაადგილებული პირი იყო.
მასალის გამოყენების პირობები






