საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომლითაც იმ დაწესებულებების ჩამონათვალი განისაზღვრა, სადაც პირბადის ტარება სავალდებულო იქნება.
მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის , ნათია მეზვრიშვილის თქმით, ეს ადგილები იმის მიხედვით შეირჩა, სადაც მეტია გადადების რისკი.
მისი თქმით, პირბადის ტარების ვალდებულება ვრცელდება ყველა საჯარო თუ კერძო დაწესებულებების მისაღებზე. გარდა ამისა, პირბადის ტარება სავალდებულო იქნება საჯარო შეხვედრების დროს, სადაც შეუძლებელია 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა.
"შეხვედრებზე გამოსვლის დროს გამომსვლელს შეუძლია არ გამოიყენოს პირბადე, თუ მას შეუძლია 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა", - თქვა მან.
პირბადის ტარების ვალდებულება გავრცელდება სავაჭრო ცენტრებში, ლიფტებსა და სილამაზის სალონებში. ჩამონათვალში მოხვდა საგანამანათლებლო დაწესებულებები, საზოგადოებრივი ტრანსპორტიც.
თუ წესი დარღვევა ფიზიკური პირი 20 ლარით, იურიდიული პირი კი 500 ლარით დაჯარიმდება.
პირბადის ტარების ვალდებულება არ ვრცელდება: 6 წლამდე ბავშვებზე; ვისაც ჯანმრთელობის მდგომარობის გამო არ შეუძლია ტარება; შშმ პირების. გარდა ამისა, გამონაკლისი გავრცელდება რიგ მიმართულებებზე, როგორიცაა ლოგოპეტის მომსახურება და ა.შ.
მასალის გამოყენების პირობები






