მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აშკარაა ხელისუფლებას არჩევნების მოახლოების ეშინია, კოვიდ 19-ის გამოყენება იმისთვის, რომ მოქალაქეების უფლებები და ამასთან, კონსტიტუციაც დაარღვიონ, ვერ გამოიყენებენ.
"ხელისულფების წარმომადგენლების მხრიდან არჩევნების შესაძლო გადადებაზე საუბრის დაწყება, მოულოდნელი არ არის. მით უფრო, როცა მ საქართველოს მოქალაქეთა დიდი ნაწილი უკიდურეს გაჭირვებაში იმყოფება, დღითი დღე კიდევ უფრო მძიმდება ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა, ხელისუფლებას ეშინია მოახლოებული არჩევნების.
მინდა ცალსახად ვთქვა, პირველ რიგში საქართველოს კონსტიტუცია ადგენს, როდის უნდა ჩატარდეს არჩევნები და პანდემიას საქართველოს კონსტიტიციის და ჩვენი მოქალაქეების უფლებების დასარღვევად ვერავითარ შემთხვევაში ხელისუფლება ვერ გამოიყენებს. როცა არ უნდა ჩატარდეს არჩევნები, ხვალ, ზეგ, ოქტომბერში თუ ერთი თვის შემდეგ, "ქართულ ოცნებას" ელოდება გარდაუვალი პოლიტიკური კრახი“ - განაცხადა სამადაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






