რამდენ ადამიანს უსმენს ფარულად სახელმწიფო - სახელმწიფო ინსპექტორის ანგარიში
პოლიტიკა - 11:34, 15 Jun, 2020     827
სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას განცხადებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების უმეტესი ნაწილი შეეხება სატელეფონო ფარულ მიყურადებასა და ჩაწერას. ამ მიმართულებით სასამართლოს მხიდან 1362 განჩინება გაიცა, - ამის შესახებ

„რაც შეეხება ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს, იცით, რომ ჩვენი ერთ-ერთი ფუნქცია ფარული საგამოძიებო მოქმედებების კონტროლია. 2019 წელს სასამართლოებმა გასცეს 2279 განჩინება და შესაბამისად, ამდენივე შუამდგომლობა დააკმაყოფილეს ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებით. ფარული საგამოძიებო მოქმედებების უმეტესი ნაწილი შეეხება სატელეფონო ფარულ მიყურადებასა და ჩაწერას. ამ მიმართულებით სასამართლოს მხიდან 1362 განჩინება გაიცა. ფაქტობრივად, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ნებართვის განჩინებების რაოდენობა თითქმის იგივეა, რაც წინა წელს იყო. ჩვენ მონიტორინგის განხორციელების პროცესში გვაქვს ფარული საგამოძიებო მოქმედებების შეჩერების უფლებამოსილებაც და ეს შეჩერების მექანიზმი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა 2019 წელს 98 შემთხვევაში გამოიყენა. შეჩერების მექანიზმის გარდა, ვამოწმებთ შესაბამის უწყებებს, რამდენად კანონიერად ხორციელდება ეს მოქმედებები, ვამოწმებთ ინფრასტრუქტურას, მისი ჩატარების შესაძლებლობას საპროცესო კანონმდებლობასთან, ვგულისხმობ სისხლის სამართლისა და ოპერატიული სამძებრო საქმიანობის შესახებ კანონმდებლობას. ჩატარებული შემოწმების შედეგად დავადგინეთ სამართალდარღვევის 4 ფაქტი და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებს“,-განაცხადა თოლორაიამ.

სახელმწიფო ინსპექტორმა პარლამენტს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 2019 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42