„ქართულ ოცნებას არჩევნების გადადება ვერ უშველის. ის მხოლოდ დასასრულს გადაავადებს და ამით დაიმძიმებს პოსტსახელისუფლო მოცემულობას.
„არჩევნების გადადების რაც არ უნდა რეალისტური საბაბი მოიფიქროს ივანიშვილმა, ნებისმიერ შემთხვევაში ის გაცხადებული მიზეზისგან ძალიან შორს იქნება. ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებს ერთი მიზანი ამოძრავებთ - რაც შეიძლება გაიხანგრძლივონ მმართველობაში ყოფნის წუთები და საათები. თუმცა მათი ხელისუფლებაში ყოფნის ყოველი დღე არის დაკარგული დღეები ჩვენი ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის და გახანგრძლივებული ვადა კორუმპირებული ხელისუფლების მიერ ბიუჯეტის ჭამის და ჯიბეების შევსების.
კობახიძის განცხადება, ყველასათვის საყვარელი ქართული ფილმის ერთ ეპიზოდს მახსენებს - „არ მინდა ფინიში...“. მაგრამ ფინიში გარდაუვალია, ირაკლი, იქნება ეს ოქტომბერი თუ დეკემბერი“ - ამბობს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა.
მასალის გამოყენების პირობები






