მოვუწოდებ საერთაშორისო ორგანიზაციებს, მოძებნონ გზა ლიბიაში ძალადობის დასასრულებლად - რომის პაპი
პოლიტიკა - 17:57, 14 Jun, 2020     507

დამძიმდა ლიბიელების ისედაც არასაიმედო მდგომარეობა და კიდევ უფრო მოწყვლადი გახადა ძალადობისა და ექსპლუატაციის წინაშე - ამის შესახებ რომის პაპმა, ფრანცისკემ საკვირაო წირვის შემდეგ ქადაგებისას განაცხადა.

პაპმა საერთაშორისო ორგანიზაციებს ლიბიაში ძალადობის აღმოფხვრისთვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა.

„შეშფოთებითა და მწუხარებით ვადევნებ თვალს ლიბიაში შექმნილ დრამატულ სიტუაციას. მე მოვუწოდებ საერთაშორისო ორგანოებს და მათ, ვისაც აქვთ პოლიტიკური და სამხედრო პასუხისმგებლობა, რომ მოძებნონ გზა ძალადობის დასრულებისთვის, რაც მოიტანს ამ ქვეყანაში სიმშვიდეს, სტაბილურობასა და ერთიანობას. მე ასევე ვლოცულობ, ათასობით ლიბიელი მიგრანტისთვის, ლტოლვილისთვის და თავშესაფრის მაძიებლისთვის. ჯანდაცვითმა სიტუაციამ კიდევ უფრო დაამძიმა მათი ისედაც არასაიმედო მდგომარეობა და კიდევ უფრო მოწყვლადი გახადა ძალადობისა და ექსპლუატაციის ფორმების წინაშე. იქ არის სისასტიკე. მე მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას - გთხოვთ, გაითვალისწინოთ მათი სავალალო მდგომარეობა, მოძებნოთ გზები და გამონახოთ საშუალებები, რაც უზრუნველყოფს მათ დაცვას, ღირსეულ პირობებსა და მომავლის იმედს. ჩვენ ყველას გვაქვს ამაზე პასუხისმგებლობა“, - განაცხადა რომის პაპმა წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილი მრევლისადმი მიმართვაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42