„მმართველობის თაღლითურად გახანგრძლივების მცდელობა და კორუმპირებული ხელისუფლების დასასრულის გადავადება“ - ოპოზიცია არჩევნების თარიღის შესაძლო გადაწევაზე
პოლიტიკა - 16:44, 14 Jun, 2020     574
ირაკლი კობახიძის განცხადებას, ოქტომბრის არჩევნების თარიღის შესაძლო გადაწევასთან დაკავშირებით, პანდემიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებად აფასებენ ოპოზიციაში.

„ყველასთვის ცნობილი იყო რომ ხელისუფლება პანდემიასაც გამოიყენებდა საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის და სწორედ ამასთან გვაქვს საქმე. ცდილობენ მანიპულირება გააკეთონ არჩევნების თარიღით, მაგრამ ამას განსაზღვრავს არა კობახიძე, არა "ქართული ოცნება", არამედ საქართველოს კონსტიტუცია, კანონი და სწორედ კანონის შესაბამისად უნდა ჩატარდეს არჩევნები. ამ მანიპულირებას ჯობია "ქართულმა ოცნებამ" თავი დაანებოს და მიხედოს, რომ არჩევნები დემოკრატიულ გარემოში ჩატარდეს და ამის გარანტია მისცეს როგორც საქართველოს მოსახლეობას, ისე ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს“ - აცხადებს ნაციონალური მოძრაობის ერტ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი.

ხელისუფლებაში ყოფნისთვის დროის გახანგრძლივების მცდელოიბას უწოდებს ედპ-ის ლიდერი. ბაჩუკი ქარავა ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობაში დარჩენის ყოველი დღე არის დაკარგული დღეები ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის. მისი თქმით, მმართველ პარტიას ვერ უშველის არჩევნების გადადება, ის მხოლოდ დასასრულს გადაავადებს.

„არჩევნების გადადების რაც არ უნდა რეალისტური საბაბი მოიფიქროს ივანიშვილმა, ნებისმიერ შემთხვევაში ის გაცხადებული მიზეზისგან ძალიან შორს იქნება. ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებს ერთი მიზანი ამოძრავებთ - რაც შეიძლება გაიხანგრძლივონ მმართველობაში ყოფნის წუთები და საათები. თუმცა მათი ხელისუფლებაში ყოფნის ყოველი დღე არის დაკარგული დღეები ჩვენი ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის და გახანგრძლივებული ვადა კორუმპირებული ხელისუფლების მიერ ბიუჯეტის ჭამის და ჯიბეების შევსების“ - ამბობს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა.

„ქართული ოცნება“ განწირულია დამარცხებისთვის, როცა არ უნდა გაიმართოს არჩევნების -ასე აფასებენ კობახიზის განცხადებას „ევრიოპული საქართველოს“ წევრები.

„როცა არ უნდა გაიმართოს არჩევნები და რა სისტემითაც არ უნდა გაიმართოს ის, საზოგადოების კონსენსუსი რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება უნდა შეიცვალოს პროდასავლური ძალების კოალიციური მთავრობით, სადაც ხელისუფლება გადანაწილებული და დაბალანსებული იქნება სხვადასხვა პარტიებს შორის, ეს კონსენსუსი იმდენად ძლიერი და აშკარაა, რომ ნებისმიერ დროს "ქართული ოცნება" განწირულია ოპოზიციაში გადასასვლელად , - ამბობს კანდელაკი.

ძალაუფლებაში დარჩენის მორიგ მცდელობას უწოდებს შალვა ნათელაშვილი მმართველი გუნდის პოზიციას.

„ბატონი კობახიძე წარმოადგენს 21-ე საუკუნის გებელსს, რომლის მოვალეობაა კაცთმოძულე ოლიგარქის აზრები გაახმოვანოს ყოველგვარი ზნეობისა და სირცხვილის გარეშე. ეს არის მორგი მცდელობა, გაიხანგრძლივონ არსებობა ძალაუფლებასა და სისტემაში“ - აცხადებს ნათელაშვილი.

„ერთიანი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ანზორ ბიწაძე ამბობს, რომ მიუხედავად ოცნების მცდელობისა, პანდემია საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს, მმართველ გუნდს მოუწევს არჩევნების შემდეგ ოპზიციაში გადასვლა.

„არავის ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ ქართული ოცნების მორალი და ზნეობა მისცემს მათ საშუალებას, პანდემია პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს. როცა არ უნდა ჩატარდეს არჩევნები, ისინი მიიღებენ 90 ოპოზიციის წარმომადგენელს პარლამენტში და მოუწევთ გადავიდნენ ოპოზიციაში“ - აცხადებს ანზორ ბიწაძე.

ხელისუფლების თაღლითურად გახანგრძლივების მცდელობაა, - ასე აფასებენ "ლელო საქართველოსთვის" წევრები კობახიძის განცხადებას, არჩევნების თარიღის შესაძლო გადაწევასთან დაკშვრიებით.

„კობახიძისაგან აბსურდი და გაურკვეველი ტიპის განცხადებები ახალი ნამდვილად არ არის. ეს გარკვეულწილად არის ხელისუფლების თაღლითურად და ორი თვით გახანგრძლივების მცდელობა. "ქართული ოცნებისგან" არც გადაგდება, არც ტყუილი და არც უკადრებლის კადრება, ახალი არაა, - ამბობს მოძრაობის წევრი საბა ბუაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42