ხელისუფლება არჩევნების გადაწევაზე ფიქრობს: „თუ პანდემიის მეორე ტალღა დაემთხვა, არჩევნები შეიძლება დეკემბერში ჩატარდეს“ - კობახიძე
პოლიტიკა - 22:55, 13 Jun, 2020     442
„ქართული ოცნება“ არჩევნების თარიღის გადაწევაზე საუბრობს. ამის მიზეზად კი მმართველი პარტია ეპიდემიის მეორე ტალღას ასახელებს, ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, რის გამოც, არჩევნები შესაძლოა დეკემბერში ჩატარდეს.

„თუ ასეთი ვითარება დადგა და თუ მეორე ტალღა დაემთხვა არჩევნებამდე პერიოდს, ამ შემთხვევაში შეიძლება აუცილებელი გახდეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, თუმცა, ამაშიც არაფერია ტრაგიკული. თუ ეს მოხდა ოქტომბერში, თუ ეს იქნა აუცილებელი, ამ შემთხვევაში ოქტომბერში არ ჩატარდება არჩევნები და ჩატარდება პირობითად, დეკემბერში და ეს არსებით საფრთხეს მაინც არ შეუქმნის დემოკრატიას", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა „იმედის" ეთერში.

ირაკლი კობახიძის თქმით, სასწორზე დგას ორი საკითხი: არჩევენები შეიძლება გახდეს ეპიდემიის გავრცელების წყარო და მეორე მხარე დგას, არა არჩევნების ჩატარება-არჩატარების საკაითხი, არამედ, როგორ კობახიძე ამბობს, მისი თარიღის საკითხი.

„ჩვენ დიდი იმედი გვაქვს რომ ამის საჭიროება არ დადგება, თუმცა ვიცით, რომ რისკები არსებობს. აციებას უკავშირდება რისკების გაზრდა და სამწუხაროდ ეს არჩევნები კონსტიტუციის თანახმად უნდა გაიმართოს 31 ოქტომბერს, მეორე ტური კი სამ კვირაში. როგორი მაჩვენებლებიც არ უნდა გვქონდეს ჩვენ ოქტომრისთვის, მაინც გარკვეული წესები აუცილებლად უნდა დადგინდეს და ამაზე ჩვენ უკვე გვაქვს კონსულტაციები ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და სხვა სუბიექტებთან, რომლებიც არან დაინტერესებული ამ საკითხით, მაგრამ შეიძლება იყოს ვითარება, როდესაც ასეთი წესების დაცვამაც, მაგალითად საარჩევნო უბნებში პირბადეების ტარება, ანტისეპტიკური საშუალებების გამოყენება, შეიძლება არ მოგვცეს გარკვეულ ვითარებაში არჩევნების ჩატარების საშუალება.

საუბარია კონსტიტუციურ მოცემულობაზე. ერთია ეპიდემიის გავრცეება და ასევე საუბარიარომ მეორე ტალღა შიძლება უფრო მძიმეც იყოს ვიდრე პირველი, ამ შემთხვევაში სასწორზე დევს ორი საკითხი, რომ არჩევენები შეიძლება გახდეს ეპიდემიის გავრცელების წყარო და მეორე მხარე დგას არა არჩევნების ჩატარება-არჩატარების საკაითხი, არამედ მისი თარიღის საკითხი. ამ შემთხვევაში კონსტიტუცია იძლევა პასუხს. თუ აუცილებელი იქნება პირობითად ოქტომბერში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ეპიდემიის სამართავად, ამ შემთხვევაში ცხადდება საგანგებო მდგომარეობა, გაუქმდება რაღაც პერიოდში და იქედან 45 დან 60 დღემდე ვადაში ტარდება არჩევნები. ეს შეიძლება იყოს დეკემბერი, იანვარი. საუბარი მაქვს პროგნოზებზე კონსტიტუციიდან გამომდინარე, თუმცა, კიდევ ერთხელ გამოვთქვამ იმედს, რომ ეს არ მოხდება",-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.​





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42