იმუშავე საიდანაც გინდა - აქ და ახლა თიბისი თავის გუნდს სამუშაო ლოკაციის არჩევანის თავისუფლებას აძლევს
პოლიტიკა - 19:14, 12 Jun, 2020     611


აქ.ახლა, თიბისის გრძელვადიანი სტრატეგიული გადაწყვეტილებით, გუნდის თითოეულ წევრს აქვს სრული თავისუფლება, თავად აირჩიოს საიდან იმუშავებს - ოფისიდან, სახლიდან თუ მისთვის სასურველი ნებისმიერი სხვა ადგილიდან. კომპანიის ეს გადაწყვეტილება თიბისელებს სამსახურისა და პირადი ცხოვრების უკეთ დაბალანსების შესაძლებლობას მისცემს.

თიბისისთვის თითოეული თანამშრომლის ბედნიერება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. კომპანიამ გუნდის წევრების მოსაზრების გასარკვევად, გამოკითხვა ჩაატარა და გადაწყვეტილებაც სწორედ ამ კვლევის შედეგების საფუძველზე მიიღო.

გამოკითხვის მიხედვით, თიბისელების 74% დადებითად აფასებს დისტანციურად მუშაობას, 87% კი პერმანენტულ ან ნაწილობრივ დისტანციურად მუშაობას ანიჭებს უპირატესობას. როგორც კვლევის შედეგებმა აჩვენა, დისტანციურად მუშაობით გაიზარდა თიბისის გუნდის წევრების ცხოვრების ხარისხი და ბედნიერება.

გარდა ამისა, თიბისის გადაწყვეტილებით, 2020 წლის განმავლობაში გლობალური პანდემიით გამოწვეული მიზეზებით არცერთი თანამშრომელი არ გათავისუფლდება და გუნდის ყველა წევრი შეინარჩუნებს სამსახურს.

„აქ და ახლა, თიბისი მუშაობის ახალ ეტაპზე გადადის და თანამშრომლებს უფრო მოქნილ, მათზე მორგებულ სისტემას სთავაზობს. ჩვენ მიმდინარე გამოწვევის დასაწყისშივე, მაშინ როდესაც თანამშრომლების 95% დისტანციურად მუშაობაზე გადავიყვანეთ, გააზრებული გვქონდა, რომ თიბისი აღარ იქნებოდა ისეთი, როგორიც 2020 წლის თებერვალში იყო. გამოწვევებთან ერთად, ახალი რეალობა თიბისისთვის ახალი შესაძლებლობების მომცემი აღმოჩნდა, რამაც დაგვანახა, რომ დისტანციურ რეჟიმში ჩვენი გუნდის წევრები უფრო ბედნიერები და პროდუქტიულები არიან. ოჯახთან ერთად მეტი დროის გატარების შესაძლებლობით კი მათი მოტივაცია კიდევ უფრო იზრდება. თიბისიმ გრძელვადიანი, სტრატეგიული ნაბიჯი გადადგა, რომელიც თანხვედრაშია კომპანიის მისიასთან - გაუმარტივოს ადამიანებს ცხოვრება. წინ საინტერესო პერიოდი გველის", - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

თიბისიმ მიიღო გადაწყვეტილება, თანამშრომლებს არჩევანის უფლება მისცეს:

- თიბისელები, რომლებსაც სურვილი აქვთ, რომ სახლიდან იმუშაონ, დისტანციურად შეძლებენ მუშაობის გაგრძელებას;

- თიბისლებს, ვისაც სამსახურში დაბრუნება სურთ, ამის შესაძლებლობა 15 ივნისიდან, ეტაპობრივად ექნებათ;

წლის ბოლომდე, ოფისში მუშაობას თიბისის თანამშრომლების მხოლოდ 25% შეძლებს, ამ პერიოდის განმავლობაში შენარჩუნდება უსაფრთხოების გამკაცრებული ნორმებიც.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42