„ვასილ სოფრომაძის განცხადება დადასტურებაა იმისა, თუ რა უბედურება ხდება მთლიანად სახელმწიფოში, რატომ არ შემოდიან და პირიქით, გარბიან ინვესტორები ჩვენგან. თუ რა სქემებით მოქმედებს ხელისუფლება.
სოფრომაძის განცხადებით, პირდაპირ დასტურდება ქვეყანასი სქემების არსებობა, რაზეც ცოტა ხნის წინ, ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა ქობალიამაც ისაუბრა. თუ არ ხარ ოლიგარქის გამრემოცვაში და თუ არ დალაგდი რაიმე სქემაში, არ არსებობს რომელიმე ბიზნესის ხელშეწყობა. პირიქით, ხდება ხელშეშლა და ბაზრიდან განდევნა. ბიუჯეტის თანხებით კი ეხმარებიან მხოლოდ იმ ბიზნესს, ვისგანაც მატერიალური სახით სარგებელს ხედავენ.
ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაავუსვა, რომ ეს საკითხი რაზეც სოფრომაძემ ისაუბრა, პირდაპირ არის ნათელი დადასტურება იმ სქემურ-კორუფციულ-მაფიოზური სისტემისა, რაც ოლიგარქიამ მოიტანა საქართველოში“ - განაცხადა მელიქიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






