ზუგდიდში დაჭრილი პოლიციელი ორი დღის წინ მეჯვარის საცოლის გაუპატიურებას ცდილობდა
საზოგადოება - 14:24, 12 Nov, 2013     8895

„ნიუპოსტის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, ზუგდიდში, პრეზიდენტის რეზიდენციასთან ნაპოვნი დაჭრილი პოლიციელი ორი დღის წინ იმავე ადგილზე თავისივე მეჯვარის საცოლის გაუპატიურებას ცდილობდა.

პატრულ-ინსპექტორი, რომელიც ახლა მძიმე მდგომარეობაში ზუგდიდის კლინიკაში იმყოფება და ქუთაისში ან თბილისში გადასაყვანად ამზადებენ, შესაძლოა, უახლოეს დღეებში, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისთანავე სწორედ გაუპატიურების მცდელობისთვის დაიკითხოს ან მოხდეს მისი დაკავებაც კი.

მეჯვარის საცოლესთან დაკავშირებული ინციდენტი ორი დღის წინ მოხდა. ადგილს, სადაც დაჭრილი პოლიციელი იპოვეს, გვერდიდან პრეზიდენტის რეზიდენცია, უკანა მხრიდან კი ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ესაზღვრება.

ინციდენტის დეტალებს, რომელიც ექსკლუზიურად შეგვატყობინეს, „ნიუპოსტი“ დეტალურად არ აღწერს - შემთხვევა იმით დასრულდა, რომ პოლიციელის მხრიდან სექსუალური ძალადობის გამოვლენის შემდეგ ძალადობის ობიექტი გოგონა შემთხვევის ადგილიდან კივილით გაიქცა.

პატრულ-ინსპექტორი თავისივე მეჯვარემ სასტიკად სცემა. სავარაუდოდ, სწორედ ამ ინციდენტის დროს დაუსერეს გოგა ანჩაბაძეს სხეული, მოტეხეს კიდური და მოაჭრეს ყური.

ამ ვერსიის გადამოწმების მიზნით „ნიუპოსტი“ ნინო გიორგობიანს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა:

„გიდასტურებთ, რომ შემთხვევის მიზეზი პირადი უთანხმოებაა. გამოძიებით უკვე დადგენილია, რომ პატრულ-ინსპექტორს დაზიანებები თავისივე მეჯვარემ მიაყენა. რაც შეეხება თქვენს მიერ აღწერილ ვერსიას, ჩემთვის ჯერ არ არის ცნობილი დეტალები, თუმცა, არსებობს დაზარალებული და წინასაგამოძიებო მოქმედებები გაუპატიურების მცდელობასთან დაკავშირებით უკვე დაწყებულია“, - უთხრა „ნიუპოსტს“ შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა.

„ნიუპოსტის“ ინფორმაციით, პოლიციელის დაჭრის შემდეგ დაზარალებულმა, საქმროს მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით, განცხადება მართლაც დაწერა და პატრულ-პოლიციელის მიმართ საქმე გაუპატიურების მცდელობისთვის აღიძვრება. 

პარალელურად, პოლიციელზე ძალდობის გამო სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება დაჭრილი პოლიციელის მეჯვარის მიმართაც, რომლის ვინაობა ამ დროისთვის არ სახელდება. ამ დრომდე უცნობია ასევე მისი ადგილსამყოფელიც.

ასევე „ნიუპოსტის“ ინფორმაციით, დაჭრილი პოლიციელის მეჯვარემ, შურისძიების შემდეგ, შეგნებულად შეარჩია ის ადგილი, სადაც მის საცოლეზე ძალადობა მოხდა, გოგა ანჩაბაძემ კი ყოფილი კოლეჯის შენობამდე, სადაც დევნილები არიან ჩასახლებული, დამოუკიდებლად მიაღწია და ადგილობრივებს დახმარება სთხოვა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილზე პოლიცია და სასწრაფო მივიდა.

შენიშვნა: სქრინ-ფოტო "ლაივპრესის" ვიდეომასალიდან





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42