აშშ-ის კონგრესმენთა მიერ ბიძინა ივანიშვილის ქვეყნის მტერთან კოლაბორაციაში მხილება! – „დამოუკიდებელ პოლიტიკურ ექსპერტთა ასოციაციის“ განცხადება
პოლიტიკა - 15:29, 12 Jun, 2020     865

როგორც ცნობილია, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობით პალატაში რესპუბლიკური პარტიის წევრების სამუშაო ჯგუფმა - რესპუბლიკურმა კვლევის კომიტეტმა (RSC) 10 ივნისს გამოაქვეყნა ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია. ამ სტრატეგიის ფინალურ ანგარიშში სხვა საკითხებთან ერთად საქართველოზეც არის საუბარი. კერძოდ, 13 ამერიკელი კონგრესმენი ახლად შემუშავებულ სტრატეგიაში პირდაპირ ამხელს ბიძინა ივანიშვილს ვლადიმერ პუტინთან კოლაბორაციაში და მისთვის სანქციების დაწესებას ითხოვს. აღნიშნულ საგანგაშო ფაქტს გამოეხმაურა „დამოუკიდებელ პოლიტიკურ ექსპერტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე - გელა კვაჭანტირაძე :

„საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორის - აშშ -ის რესპუბლიკური კვლევის კომიტეტის მიერ გამოქვეყნებული ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგიის დოკუმენტში საქართველოს მმართველი პარტიის თავმჯდომარის - ბატონი ივანიშვილის მოხვედრა უკიდურესად ნეგატიურ კონტექსტში (ის მოხსენიებულია როგორც პუტინის უახლოესი მოკავშირე და საფრთხე საქართველოს სტაბილურობისთვის), ნიშნავს ჩვენი ქვეყნის მოქმედი ხელისუფლების პოლიტიკის სრულ კატასტროფას და ეგზისტენციალურ საფრთხეს უქმნის ქვეყნის სუვერენიტეტს.

უდავო ფაქტია, რომ საქართველოს მთავარი მტრის - რუსეთის ღია აგრესიის შემაკავებელი ერთადერთი რეალური ძალა და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის გარანტი ამ ისტორიულ ეტაპზე არის საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი - ამერიკის შეერთებული შტატები. ამიტომ ჩვენი ქვეყნის მთავარი მოკავშირის და დამცველის

აშშ-ის კონგრესმენთა მიერ საქართველოს არაფორმალური მმართველის - ბიძინა ივანიშვილის ქვეყნის მტერთან კოლაბორაციაში მხილება ის ბოლო ზღვარია, რომლის იქეთ სხვა არაფერი დარჩა, გარდა ხელისუფლების მიერ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის ღიად შეცვლისა და ქვეყნის სუვერენიტეტის საბოლოოდ დათმობისა.

აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის კონგრესმენების მიერ შემუშავებული „ეროვნული უსაფრთოების ახალი სტრატეგია“ პირდაპირ გვიჩვენებს მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესების რეალურ სურათს, იმ ძირითად საფრთხეებს, რომელიც ფორმირების პროცესში მყოფ ჩვენს ქვეყანას ემუქრება.

სიტუაცია სრულიად ნათელია - ივანიშვილის კოლაბორაციონისტულმა ხელისუფლებამ ქვეყანა ჩიხში შეიყვანა!

ამიტომ დაგვრჩა ერთადერთი არჩევანი: ან ქართველი ხალხი შეცვლის ივანიშვილის მოღალატე ხელისუფლებას და დაუბრუნდება დასავლური, დემოკრატიული განვითარების ცივილურ გზას, ან რუსეთისგან ზურგგამაგრებული ოლიგარქი გაიმარჯვებს და საბოლოოდ გადავიქცევით რუსეთის იმპერიის გუბერნიად და ივანიშვილის ფეოდალური სამფლობელოს ყურმოჭრილ ყმებად.

არჩევანი ქართველ ხალხზე, ქართულ საზოგადოებაზეა!

„დამოუკიდებელ პოლიტიკურ ექსპერტთა ასოციაცია“ იმედს გამოთქვამს, რომ ქართველი ხალხი ამ კრიტიკულ ისტორიულ მომენტში შეძლებს შესაბამის მობილიზებას, რათა საკადრისი პასუხი გასცეს საქართველოს არაკეთილმოსურნეებს, დაიცვას ქვეყნის სუვერენიტეტი, თავისუფლება და გააგრძელოს დემოკრატიული განვითარების ევროატლანტიკური გზა, რომელიც ძლიერი სახელმწიფოს აშენების და მოსახლეობის კეთილდღეობის მიღწევის ერთადერთ უალტერნატივო გზად გვესახება“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42